peoplepill id: marina-plekhanoveli
MP
Russia Georgia
1 views today
3 views this week
Marina Plekhanoveli
Georgian person

Marina Plekhanoveli

The basics

Quick Facts

Intro
Georgian person
Gender
Female
Place of birth
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Place of death
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
75 years
The details (from wikipedia)

Biography

პლეხანოველი მარინა, მისი ჩვეული ოსტატობით სავსე ჭიქით ორ თითზე

პლეხანოველი მარინა, ნამდვილი სახელი და გვარი მარინა გელაშვილი (დ. 25 მაისი, 1935 — გ. 24 თებერვალი, 2011, თბილისი) — თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი. დედაქალაქის მოსახლეობა მას „პლეხანოველ მარინად“ იცნობდა. ბოლო 17 წლის განმავლობაში „პლეხანოველი მარინა“ სოლოლაკში, დადიანის ქუჩის კუთხეში იჯდა და გამვლელი ავტომობილების მძღოლებს მოწყალებას სთხოვდა. თავდაპირველად პლეხანოვის გამზირზე ცხოვრობდა, შემდეგ კი — დადიანის ქუჩა №20-ში.

ახალგაზრდობაში მარინა ლამაზი ქალი იყო. თბილისში განსხვავებული ჩაცმულობითა და ლამაზი გარეგნობით გამოირჩეოდა და ბევრი მამაკაცის ყურადღებას იქცევდა. როგორც ამბობენ, ვიღაცას შეუცდენია და ტყუპი ბიჭებიც ჰყოლია მისგან, ამის მერე ფსიქიკა შელახვია. მისივე სიტყვებით კი, მას ერთი შვილი ჰყოლია, ლიანა, რომელიც 2 წლის ასაკში ბაღიდან მოუპარავთ, იმის მერე უძებნია, მაგრამ ვეღარ უპოვია. მანამდე კი ქმარი გარდაცვლია, სურამის უღელტეხილზე ავტოავარიაში. მისი თქმით, სწორედ „ამის შემდეგ გაუბედურდა“.

მარინას უყვარდა სტადიონზე სიარული, ფეხბურთის ყურება და ქართველი ფეხბურთელების გულშემატკივრობა. ცნობილი იყო იმითაც, რომ ღვინით სავსე ჭიქას ორ თითზე დაიდებდა, ხან მაღლა აწევდა, ხან დაბლა — ისე რომ წვეთი არ იღვრებოდა და სადღეგრძელოებს ამბობდა ხოლმე. ზოგჯერ ჭიქას მკერდზე იდებდა და იქიდან სვამდა. პურის რიგში კაცებს გაყრიდა ხოლმე აქეთ-იქით და მოხუც ქალებს წინ უშვებდა.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, კობა ამირხანაშვილის სიტყვებით, ქუჩაში მათხოვრობით ნაშოვნი ფულით მარინა ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა — უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებოდა. თურმე მიდიოდა ბავშთა სახლში და ბოლო კაპიკამდე უდედ-მამო ბავშვებს აძლევდა ფულს. ასევე, მას რამდენიმე ოჯახი ჰყავს შიმშილს გადარჩენილი.

2010 წელს მარინას სახელის გამოყენება პოლიტიკურ მოვლენებშიც სცადეს, მაგრამ, მან საკუთარ ქალაქში საკუთარი თავის გაშარჟებაზე (ზოგიერთები კანდიდატად უპირებდნენ დასახელებას) სასტიკი უარი განაცხადა და ბოლომდე აპოლიტიკურად დარჩა.

„პლეხანოველი მარინა“ სიცოცხლის ბოლო დღეებში ნანუკა ჟორჟოლიანის ტელეგადაცემისთვის ჩაწერეს.

გარდაიცვალა თბილისში 2011 წლის 24 თებერვალს. გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის გაუარესება გახდა.

იხილეთ აგრეთვე

  • ქალაქის კოლორიტი
  • შენე ნაცი

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Marina Plekhanoveli is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Marina Plekhanoveli
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes