peoplepill id: mamuka-baratashvili
MB
Georgia
1 views today
1 views this week
Mamuka Baratashvili
Georgian poet

Mamuka Baratashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian poet
Places
Work field
Gender
Male
The details (from wikipedia)

Biography

მამუკა ავთანდილის ძე ბარათაშვილი — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.

1724 წელს რუსეთში გახიზნულ, ვახტანგ VI-ს გაჰყვა ამალაში, ერთხანს ასტრახანში იყო, 1728 მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის მიერ შაჰ-თამაზთან წარგზავნილ დიპლომატიურ მისიაში. 1730-იან წლებში ბარათაშვილი იყო მოსკოვში, სადაც 1731 დაწერა პოეტიკური ტრაქტატი „ლექსის სწავლის წიგნი“ („ჭაშნიკი“). ეს თხზულება ქართული ლექსის შესწავლის პირველი ცდაა. ავტორი განიხილავს მხატვრული ნაწარმოების ფორმისა და შინაარსის ურთიერთობას, არკვევს ქართული ლექსის საზომებსა და აგებულებას. ბარათაშვილი ეხება პოეზიის დიდაქტიკურ ფუნქციასაც, განსაზღვრავს მის თემატიკას. ბარათაშვილის ესთეტიკური შეხედულებანი პოეზიის უტილიტარული ხასიათის აღიარებითაა გაპირობებული.

1732 წელს ბარათაშვილმა ვახტანგ VI-ის ბრძანებით გალექსა საგმირო-სათავგადასავლო თხზულების „რუსუდანიანის“ (XVII ს.) II თავი, რომელსაც ეწოდა „ჯიმშედიანი“. ბარათაშვილმა განავითარა ძველი ქართული საკარო პოეზიის ტრადიციები — 1734 დაწერა 63-სტროფიანი ოდა „ქება მეფისა ბაქარისა“. მის კალამს ეკუთვნის ვახტანგ VI-ისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „იამბიკო“. 1736 ქართველ თავადაზნაურობას დავალებით ბარათაშვილი პეტერბურგში ეახლა რუსეთის იმპერატორს ანა ივანეს ასულს და სთხოვა ვახტანგ VI სამშობლოში დაებრუნებინა. ვახტანგ VI-ის გარდაცვალების (1737) შემდეგ ბარათაშვილი რუსეთის ქვეშევრდომი გახდა. ბარათაშვილი ქართული ემიგრანტული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი შემოქმედება გამსჭვალულია ღრმა სევდით, რაც სამშობლოს უნუგეშო მდგომარეობითა და პოეტის ტრაგიკული ცხოვრებითაა გამოწვეული. აქვს სატრფიალო-სამიჯნურო ლექსებიც.

ლიტერატურა

  • მიქაძე გ., მამუკა ბარათაშვილი, თბ., 1958;
  • ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
  • მიქაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 199, თბ., 1977 წელი.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Mamuka Baratashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Mamuka Baratashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes