Levan Mgaloblishvili
Quick Facts
Biography
ლევან მგალობლიშვილი (დ. 16 აგვისტო, 1977, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი. 2024 წლის 18 სექტემბერს დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ.
დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები. 2002-2003 წლებში მუშაობდა სენაკის გამგეობაში , გამგებლის თანაშემწედ. 2003–2004 წლებში იყო თბილისის საკრებულოსა და მთავრობის აპარატი, თვითმმართველ ერთეულ ორგანიზაციებთან მუშაობის სამსახურის სპეციალისტი, შემდეგ 2004–2005 თბილისის საკრებულოსა და მთავროპის აპარატი, კონტროლის სამსახურის უფროსი. 2005–2006 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანია, შპს „შუქნიშნების“ დირექტორად. 2008–2009 წლებში იყო სახელმწიფო კომპანია შპს გამომცემლობა „სამშობლო“. 2010–2013 — თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია, სამდივნოს უფროსი. 2016–2019 წლებში — „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის რაიონის აღმასრულებელი მდივანი.
2019-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მან შოთა შალელაშვილი ჩაანაცვლა (3 ოქტომბერს). 2021 წლის 5 იანვრიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ამჯერად მან სიის პირველი ნომერი (პრემიერ-მინისტრი) გიორგი გახარია შეცვალა. მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
რესურსები ინტერნეტში
- ლევან მგალობლიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)
სქოლიო
წინამორბედი: რუსლან აბაშიძე | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2024-დღემდე | შემდეგი: — |