peoplepill id: levan-gordeziani
LG
1 views today
1 views this week
The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

ლევან რისმაგის ძე გორდეზიანი (დ. 1 ნოემბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004).

ბიოგრაფია

ლევან გორდეზიანი დაიბადა 1962 წელს, თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1984). 1987-2000 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 1995-2000 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის ისტორიის კათედრის დოცენტი იყო, 2001-2006 წლებში კი - ამავე კათედრის პროფესორი.

2005-2006 წლებში — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, 2006 წლიდან - ამავე ინსტიტუტის ჰუმანიტარულ–მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებებია: ძველი მსოფლიოს ისტორია, ბერძნული და ძველაღმოსავლური ისტორიის წყაროთმცოდნეობა,მითოლოგია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ექვსი მონოგრაფია.

იცის ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული და ფრანგული ენები. არის 70-მდე პუბლიკაციის ავტორი.

ბიბლიოგრაფია

  • ძველი ისტორიის ნარკვევები (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 2009. - 415 გვ.. - ISBN: 978-9941-401-55-8
  • B-ხაზოვანი ტექსტების DO-E-RO ძველი სამყაროს სოციალური ისტორიის კონტექსტში (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 1999. - 224გვ.. - ISBN: 99928-65-45-8
  • მიკენური საბერძნეთი B-ხაზოვანი ტექსტების შუქზე (ავტორი). - თბილისი, ლოგოსი, 1998. - 52გვ.. - ISBN: 99928-65-34-2

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 106.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Levan Gordeziani is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Levan Gordeziani
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes