Levan Gokielie
Quick Facts
Biography
ლევან პეტრეს ძე გოკიელი (დ. 20 ნოემბერი/3 დეკემბერი 1901, ქუთაისი — გ. 3 იანვარი 1975, თბილისი) — ქართველი მათემატიკოსი და ლოგიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1961), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1944). ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).
ბიოგრაფია
1924 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1935-1948 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში, 1948-1953 წწ. კი – ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში. გოკიელი იყო საქართველოს მათემატიკის საზოგადოების პრეზიდენტი (1967-1970), აგრეთვე რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი. მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს.
ლევან გოკიელმა შეიმუშავა ე.წ. „ძირეული დასკვნების“ თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 206, თბ., 1978 წელი.