![](https://pplstatic.nyc3.cdn.digitaloceanspaces.com/static/images/dummy-gradient.jpg)
peoplepill id: khatuna-tskhadadze
The basics
Quick Facts
Intro
Georgian writer and translator
Places
Work field
Gender
Female
Place of birth
Tbilisi
Age
51 years
The details (from wikipedia)
Biography
ხათუნა ცხადაძე (დ. 3 მაისი, 1973, თბილისი) — ქართველი მთარგმნელი.
ბიოგრაფია
ხათუნა ცხადაძე დაიბადა თბილისში 1973 წლის 3 მაისს.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანის განხრით.
1997 წელს ჟურნალ „ცისკრში“ დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ტონინო გუერას მინიატურები, იტალო კალვინოსა და ჯანი როდარის პატარა მოთხრობები. ამას მოჰყვა ალესანდრო ბარიკოს „ნოვეჩენტო: მონოლოგი“ და სხვა მოთხრობები.
„ვარდის სახელზე“ მუშაობა 2005 წელს დაიწყო და ხუთი წელიწადს თარგმნიდა. შემდეგ მთარგმნელმა გააგრძელა უმბერტო ეკოს წიგნების თარგმნა.
თარგმანები
- იტალო კალვინო სადილი მწყემსთან ერთად (მოთხრობა), ცისკარი N12, 1997
- ჯანი როდარი წვიმის კაცუნა (მინიატურა), ცისკარი N12, 1997
- ნატალია გინცბურგი ვალენტინო (ერთი თავი რომანიდან), ცისკარი N12, 1997
- ტონინო გუერა მინიატურები (ფოტოსურათი, აყვავებული ალუბალი, მაღვიძარა, დროის ფერი), ცისკარი N12, 1997
- ალესანდრო ბარიკო ნოვეჩენტო: მონოლოგი (წინასიტყვაობა ალდო კასტელანისა) ცისკარი N7, 2001
- უმბერტო ეკო ვარდის სახელი (რომანი), დიოგენე, 2011, ISBN 978-9941-11-225-6
- ანტონიო ტაბუკი მიაჩნია პერეირას (რომანი), ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2012, ISBN 978-9941-15-661-8
- უმბერტო ეკო მტრის ხატის შექმნა და სხვა ტექსტები (ესსეები), იტალ. თარგმნეს ხათუნა ცხადაძემ, დარეჯან კიკოლიაშვილმა და ნათია ბერიშვილმა, დიოგენე, 2015, ISBN 978-9941-11-496-0
- პიერ პაოლო პაზოლინი ქუჩის ბიჭები (რომანი), დიოგენე, 2015, ISBN 978-9941-11-503-5
- უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო (რომანი), დიოგენე, 2016, ISBN 978-9941-11-528-8
- უმბერტო ეკო ფუკოს ქანქარა (რომანი), დიოგენე, 2017, ISBN 978-9941-11-541-7
შეფასება
პოეტმა და აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძემ ასე შეაფასა უმბერტო ეკოს რომანების ხათუნა ცხადაძისეული თარგმანები:
![]() | „ერთმა მეგობარმა გონებამახვილურად შენიშნა: „სამწუხაროა, რომ ეკომ ქართული არ იცის და ხათუნა ცხადაძის თარგმანების წაკითხვის სიამოვნება არ გააჩნიაო“. ბატონი უმბერტოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ ჩვენ, ვინც იტალიური არ ვიცით, თუმცა მშობლიურ ენაზე წაკითხულის შეფასება და იქიდან აზრის გამოტანა შეგვიძლია, წარმოუდგენელია, არ აღგვაფრთოვანებდეს ხათუნა ცხადაძის კონგენიალურ თარგანებში აღმოჩენილი და დანახული ეს დიდებული მწერალი..“ |
პრემიები და ჯილდოები
- გალა (ლიტერატურული პრემია) წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი: უმბერტო ეკოს „ვარდის სახელის“ თარგმანისთვის, 2011
- ლიტერატურული პრემია „საბა”, წლის საუკეთესო თარგმანი: უმბერტო ეკოს „პრაღის სასაფლაო“, 2015
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
The contents of this page are sourced from Wikipedia article.
The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Khatuna Tskhadadze is in following lists
By field of work
comments so far.
Comments
Khatuna Tskhadadze