peoplepill id: kakha-kozhoridze
KK
Georgia
1 views today
1 views this week
Kakha Kozhoridze
Georgian lawyer, politician

Kakha Kozhoridze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian lawyer, politician
Places
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
Age
43 years
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia
GIPA
GIPA
The details (from wikipedia)

Biography

კახა კოჟორიძე (დ. 2 იანვარი, 1982, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი, კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ მმართველი პარტნიორი (2018).

ბიოგრაფია

კახა კოჟორიძე დაიბადა 1982 წლის 2 იანვარს თბილისში. მამა - კუკური კოჟორიძე, იურისტი, ხაშურის რაიონული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი. დედა - ნინო ონოფრიშვილი, მასწავლებელი. კახა კოჟორიძემ დაამთავრა ხაშურის მეცხრე საჯარო სკოლა (1999), ხოლო 2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა GIPA-ს სამართლის პროგრამაზე (2005-2006). სამართლის მაგისტრის ხარისხი მიიღო ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლაში (LSE), სადაც სწავლობდა ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით (Chevening Programme, 2016-2017).

კარიერა

კახა კოჟორიძე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხებში (2015-2018). არის საადვოკატო ბიუროს - „კოჟორიძე იურიდიული და ბიზნეს კონსალტინგი“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. პროფესიული საქმიანობა დაიწყო 2005 წელს საადვოკატო საქმიანობით. 2007-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (საია) ჯერ ადვოკატის, შემდეგ იურიდიული დახმარების ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე, ხოლო 2012-2014 წლებში ორჯერ იქნა არჩეული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ. 2020-2021 წლებში იყო პოლიტიკური პარტიის - „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი.


კახა ასევე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2013-2015); მართლმსაჯულების სისტემურ რეფორმებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის თავმჯდომარე; კითხულობდა ლექციებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტებზე. 2018 წლიდან არის კომპანიის - „კოჟორიძე და იურისტები“ - მმართველი პარტნიორი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ლიტერატურა

  • თავისუფლების დღიურები - 2012. რადიო "თავისუფლების" პროექტი.თბილისი, 2013, გვ.206

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Kakha Kozhoridze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Kakha Kozhoridze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes