peoplepill id: jumber-jishkariani
JJ
Russia Georgia
1 views today
1 views this week
Jumber Jishkariani

Jumber Jishkariani

The basics

Quick Facts

Gender
Male
Place of birth
Senaki, Senaki Municipality, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
Death
Age
79 years
The details (from wikipedia)

Biography

ჯუმბერ (ვარლამ) ჯიშკარიანი (დ. 15 ივნისი, 1938 — გ. 2018) — ქართველი გეოგრაფი და ჟურნალისტი. პრომეთეს მღვიმის ერთ-ერთი პირველაღმომჩენი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. ქალაქ წყალტუბოს საპატიო მოქალაქე.

ბიოგრაფია

ჯუმბერ ჯიშკარიანმა დაამთავრა თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი და მუშაობდა გეოგრაფიის ინსტიტუტში ტექნიკოს-კარტოგრაფის თანამდებობაზე; ალექსანდრე პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1965 წელს. სტუდენტობის დროს მონაწილეობდა სამეცნიერო ექსპედიციებში და კვლევის შედეგები არაერთ კონფერენციას მოახსენა. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1986 წლიდან — მეცნიერ თანამშრომელი.

1997–99 წლებში იყო კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. მისი მონაწილეობით შესწავლილია 300-ზე მეტი მღვიმე და უფსკრული, მათ შორის, აღსანიშნავია ახალი ათონის მღვიმე, რომლის პირველი გეგმაც მის მიერ არის შედგენილი. 1984 წელს ინსტიტუტის სპელეორაზმმა მისი ხელმძღვანელობით წყალტუბოში (სოფელი ყუმისთავი) აღმოაჩინა მღვიმე (პრომეთეს მღვიმე), რომელიც ერთ-ერთი უნიკალურია ევროპაში.

1985 წელს მთავრობის საგანგებო დადგენილებით გადაწყდა მღვიმისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მღვიმეების კეთილმოწყობის საქმეში დაგროვილი მდიდარი გამოცდილების გაცნობის მიზნით იგი 1999 წელს მიავლინეს აშშ-ში. მეცნიერის კვლევის სფერო იყო საქართველოს მღვიმე-უფსკრულების კვლევა, რის შესახებაც 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული. დიდი წარმატებით მოღვაწეობდა ჟურნალისტიკის დარგში. რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში მას 500-ზე მეტი წერილი აქვს გამოქვეყნებული, რომლებიც მკითხველებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ჯუმბერ ჯიშკარიანი იყო საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ფაზისის საერო აკადემიის წევრი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოების საპატიო წევრი. სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატი.

ბიბლიოგრაფია

  • ეძიებდე და ჰპოვებდე... : ბუნების საოცრებანი... : მღვიმეები. თბ., მერიდიანი, 2017
  • ჩვენი ოტია : მწერალი ოტია იოსელიანი. თბ., აზრი, 2014;
  • წყალტუბოს მღვიმური სისტემა (თანაავტორი). თბ., გეოგრაფიის ინ-ტი, 2009;
  • В пещерах Грузии : Альбом (ავტორი). Тбилиси, Сабчота Сакартвело, 1986;
  • საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი (თანაავტორი). თბ., მეცნიერება, 1966.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Jumber Jishkariani is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Jumber Jishkariani
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes