Jumber Dochviri
Quick Facts
Biography
ჯუმბერ ნიკოლოზის ძე დოჭვირი (დ. 25 ივლისი, 1946, ქუთაისი) — ქართველი მეცნიერი, ინჟინერი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002). 2017 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუსი (დამსახურებული პროფესორი). 2002–2017 წლებში იყო სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სრული პროფესორი.
1969 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. მუშაობა დაიწყო იქვე, სამრეწველო საწარმოთა ელექტრომოწყობილობების კათედრაზე. 1974–1977 წლებში სწავლობდა ლენინგრადის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში. 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრომოწყობილობათა კათედრაზე.
ჯუმბერ დოჭვირის სამეცნიერო კვლევის თემაა: მრავალლილვიანი მექანიზმებისთვის შედგენილი მრავალძრავიან ამძრავთა სისტემების შესწავლა, დანერგვა და გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია და 5 სახელმძღვნელო.
მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები სტუდენტებისათვის
- ავტომატიზებული ელექტროამძრავების გარდამავალი პროცესების გაანგარიშება ცვლადების მდგომარეობის სივრცის და სიხშირული მახასიათებლების მეთოდებით // თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2003;
- მრავალძრავიანი ავტომატიზებული ელექტროამძრავების დინამიკა // თბ., საქ. მეცნ. აკად. გამომც. „მეცნიერება“, 2004;
- სწრაფქმედი ტირისტორული ელექტროამძრავები მოდალური მართვით და დამკვირვებელი მოწყობილობებით //თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2004;
- ელექტროამძრავების ანალოგური და ციფრული მართვა // თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2007;
- ელექტროამძრავების უკუკავშირებიანი სისტემების მართვა //თბ., საქ. მეცნ. აკად. გამომც. „მეცნიერება“, 2008;
- ელექტროენერგეტიკული მანქანების კიბერნეტიკული მართვის საფუძვლები // თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2008;
- გენერატორების მართვა უკუკავშირებით //თბ., გამომც. „ტექნიკური უნივერსიტეტი“, 2017.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 490, თბ., 2012 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- ჯუმბერ დოჭვირი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- Jumber Dochviri