peoplepill id: jemal-adamashvili
JA
Russia Georgia
4 views today
6 views this week
Jemal Adamashvili
Georgian composer

Jemal Adamashvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian composer
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
Age
84 years
Education
Tbilisi State Conservatoire
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia
Awards
Order of Honour
(2003)
The details (from wikipedia)

Biography

ჯემალ გაბრიელის ძე ადამაშვილი (დ. 1 იანვარი, 1941, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი. ცნობილია საბავშვო მუსიკით, აგრეთვე საგალობლებითა და რამდენიმე კინომუსიკით. საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ნამდვილი წევრი. ღირსების ორდენი კავალერი (2003). გიორგი ლეონიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (2009).

ბიოგრაფია

ჯემალ ადამაშვილი დაიბადა 1941 წლის 1 იანვარს თბილისში, გაბრიელ ადამაშვილისა და სონია კეკელიას ოჯახში. ბავშვობიდანვე გატაცებული იყო მუსიკით. 1972 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1967–2000 წლებში ხელმძღვანელობდა ანსამბლ „ნატვრის თვალს“. საქართველოს ტელევიზიაში „პირველ სტერეოზე“ მიჰყავდა გადაცემა „ქართული გალობა“. ხელმძღვანელობს ჩოხოსანთა ფოლკლორულ ანსამბლ „შავლეგოს“. ჰყავს 9 შვილი.

შემოქმედება

მის სიმღერებს ასრულბდნენ: ანსამბლები – „ნატვრის თვალი“, „მზიური“, „ბასტი-ბუბუ“, „მერცხალი“; მისი მოწაფეები იყვნენ: რ. რცხილაძე, ნ. თუშიშვილი; დაწერილი აქვს საფორტეპიანო კვინტეტი (1966), ვოკალური ციკლი ვაჟა–ფშაველას ლექსებზე (1968), კონცერტი საყვირისათვის (1970; პირველი შესრულება ბათუმში, 1977), სიმებიანი კვარტეტი (1986), სიმღერები, მათ შორის: „გამარჯობა, მამულო“, „საოქტომბრო“; საბავშვო სიმღერების კრებული (4); მუსიკა თოჯინების თეატრისა (17) და დრამატული სპექტაკლებისათვის, მათ შორის: „რომელია მართალი?“ (1970, ცხინვალი), „ტყუპები“ (1978); მხატვრული კინოფილმებისათვის: „ნათელა“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1978), „ნამდვილი კავკასიელი“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1981), „ელისო“ (განახლებული მუნჯი ფილმი, 1984); დოკუმენტური ფილმი: „სვანეთის საგანძურები“ (1991); გასტროლებით იმოგზაურა ანსამბლ „ნატვრის თვალთან“ ერთად (სსრკ, პოლონეთი, გერმანია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ინდოეთი, იუგოსლავია, იტალია, საფრანგეთი).

ლიტერატურა

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, გვ. 11, თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Jemal Adamashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Jemal Adamashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes