peoplepill id: ivliane-xaindrava
IX
Georgia
2 views today
4 views this week
Ivliane Xaindrava
Politician

Ivliane Xaindrava

The basics

Quick Facts

Intro
Politician
Places
Work field
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Georgian Soviet Socialist Republic, Soviet Union, Georgia
Age
73 years
The details (from wikipedia)

Biography

ივლიანე ლევანის ძე ხაინდრავა (დ. 8 აპრილი, 1951, თბილისი) — ქართველი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, ქიმიკოსი. ეროვნული კონგრესის პრეზიდიუმის წევრი (1990-1992). საქართველოს რესპუბლიკური პარტიის წევრი 1992 წლიდან და თავმჯდომარე 1996-2000 წლებში. საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის პარლამენტის (1992, 2004) წევრი.

დაიბადა 1951 წელს მწერალ ლევან ხაინდრავას ოჯახში. 1973 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქიმიკოსის სპეციალობით. 1973-1989 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ლაბორანტის თანამდებობიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლამდე; 1987 წელს მიიღო მთარგმნელ-რეფერენტის წოდება თბილისის უცხოენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სინქრონული თარგმნის კურსებზე.

1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. 1996-2009 წლებში იყო პლურალიზმის ცენტრში სამხრეთკავკასიური კვლევების განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დირექტორი; 2002 წლის აპრილ-აგვისტოში მოწვეული მკვლევარი დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმში, ეროვნული ფონდი დემოკრატიისათვის (NED) (ვაშინგტონი, აშშ).

2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით. პარლამენტში შევიდა საარჩევნო ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“ (კოალიცია, საპარლამენტო უმრავლესობა). თუმცა მალევე, 2004 წლის 30 ივნისს, „რესპუბლიკური პარტიის“ ოთხმა წარმომადგენელმა, მ.შ. ივლიანე ხაინდრავამ, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. მათი თქმით, აჭარაში გაყალბდა 20 ივნისს ჩატარებული უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ამასთან, არ ეთანხმებოდნენ აჭარის სტატუსის ისეთ მოდელს, რაც ხელისუფლებამ წარადგინა პარლამენტში.

2008-2012 წლებში სამხრეთკავკასიური კვლევების პროგრამის დირექტორი რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 2012 წლის დეკემბრიდან — რესპუბლიკური ინსტიტუტის დირექტორი. 2013 წლიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ხაინდრავას პროფესიულ ინტერესთა ძირითადი სფეროებია: ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოება, კონფლიქტები, არჩევნები, დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება. არის რამდენიმე ასეული პუბლიკაციის ავტორი ქართულ და უცხოურ ბეჭდვით და ელექტრონულ გამოცემებში, მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და სემინარის მონაწილე, მომხსენებელი და მოწვეული ექსპერტი.

მისი ძმა არის გოგა ხაინდრავა, აგრეთვე აქტიური პოლიტიკური მოღვაწე.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები
საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრები
ბლოკი „მშვიდობა“
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ბლოკი „11 ოქტომბერი“
ბლოკი „ერთობა“
ბლოკი „ქარტია 91“
საქართველოს მწვანეთა პარტია
საქართველოს დემოკრატიული პარტია
სოციალისტური პარტია
წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“
ეროვნული დამუკიდებლობის პარტია
სოციალური სამართლის კავშირი
მეგობრობის და სამართლიანობის პარტია
ბლოკი „ეროვნული თანხმობა“
სხვა პარტიები
???
ბლოკი „მშვიდობა“
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
ბლოკი „11 ოქტომბერი“
ბლოკი „ერთობა“
ბლოკი „ქარტია 91“
საქართველოს მწვანეთა პარტია
საქართველოს დემოკრატიული პარტია
სოციალისტური პარტია
წმინდა ილია მართლის საზოგადოება
ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
„მერაბ კოსტავას საზოგადოება“
ეროვნული დამუკიდებლობის პარტია
სოციალური სამართლის კავშირი
მეგობრობის და სამართლიანობის პარტია
ბლოკი „ეროვნული თანხმობა“
სხვა პარტიები
???
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრები
←V მოწვევის VII მოწვევის→
საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრები
←V მოწვევის VII მოწვევის→
ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები
ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია“
ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“
დემოკრატიული აღორძინების კავშირი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საინიციატივო ჯგუფი
ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები
ბლოკი „მემარჯვენე ოპოზიცია“
ბლოკი „ახალი საქართველოსთვის“
დემოკრატიული აღორძინების კავშირი
საქართველოს ლეიბორისტული პარტია
საინიციატივო ჯგუფი
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Ivliane Xaindrava is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Ivliane Xaindrava
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes