peoplepill id: ivane-goliadze
IG
1 views today
1 views this week
The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

ივანე გოლიაძე (დ. 2 მაისი, 1875, სოფ. გომი, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 27 თებერვალი, 1963, სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ცირკის მსახიობი, ეკვილიბრისტი, აკრობატი, ჯამბაზი, კლოუნი, ქართული საცირკო კოლექტივის ერთ–ერთი დამაარსებელი. პირველმა დაიწყო ველოსიპედით მავთულზე სიარული. რვა წლის ასაკიდან ცირკის მანეჟზე გამოდიოდა 1943 წლამდე. 1943–1952 წლებში იყო საოჯახო საცირკო დასის მხატვრული ხელმძღვანელი. 1952 წელს საბოლოოდ დატოვა ცირკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ეკვილიბრისტები და აკრობატები იყვნენ ასევე ივანე გოლიაძის მეუღლე — დარია, ვაჟი — ნიკოლოზი (საქართველოს სახალხო არტისტი, 1980), მანეჟზე გავიდა 1913 წლიდან, ქალიშვილი — ვერონიკა. ცირკის მანეჟზე გამოდიოდნენ აგრეთვე ნიკოლოზის მეუღლე ადა, მისი ძმისშვილი სოფიო, ნიკოლოზის შვილები: სვეტლანა (საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, 1968), რაფაელა და თამარი. საგასტროლოდ იყვნენ ჩინეთში, ირანში, რუმინეთში, ბულგარეთში, იუგოსლავიაში და სხვ. მეორე მსოფლიო ომის დროს გოლიაძეებმა 1000-მდე კონცერტი გამართეს.

ლიტერატურა

  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 85.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Ivane Goliadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Ivane Goliadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes