
Quick Facts
Biography
იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანი (დ. 6 იანვარი, 1937 — გ. 12 ნოემბერი, 2018) — ქართველი მოჭადრაკე, საჭადრაკო თეორეტიკოსი, გენეალოგი.
პროფესიით ფილოლოგი. წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ინგლისური ენის კათედრაზე. იყო ჭადრაკში თბილისის 4-გზის და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟებში, საბჭოთა კავშირის სპორტის ოსტატი (1966), საქართველოსდამსახურებული მწვრთნელი. მისი მოსწავლეები იყვნენ ქართველი მოჭადრაკეები: მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი, ზურაბ აზმაიფარაშვილი.
1984 წლიდან დაინტერესებული იყო გენეალოგიური კვლევებით. 1995 წლიდან გარდაცვალებამდე იყო მის მიერვე დაარსებული ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარე, 1999–2003 წლებში — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენეალოგიური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი. იყო საქართველოს თავადაზნაურთა საკრებულოს ვიცე-წინამძღოლი და მთავარი გენეალოგი, 2004 წლიდან — საერთაშორისო გენეალოგიური აკადემიის წევრი. ავტორია ქართული საგვარეულოების და გენეალოგიის შესახებ 9 წიგნისა და მრავალი სამეცნიერო სტატიისა.