Ioseb Gogichaishvili
Quick Facts
Biography
იოსებ „სოსო“ გოგიჩაიშვილი (დ. 11 თებერვალი, 1938, ბათუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1979).
ბიოგრაფია
სოსო გოგიჩაიშვილი დაიბადა 1938 წლის 11 თებერვალს ბათუმში, 1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1960-1961 წლებში გორის თეატრის, 1962-1963 წლებში სანკულტურის თეატრის, 1963-1967 წლებში მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1967-1976 წლებში რუსთავის თეატრის, 1976 წლიდან მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია. გადაღებულია ფილმებში: „ერთი ცის ქვეშ“ (1961), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (აგიტატორი, 1962), „შეხვედრა წარსულთან“ (აკია, 1966), „დათა თუთაშხია“ (ნიკიფორე ბუბუტეიშვილი, 1978), „ხსოვნა“ (1989), „თეთრი ბაირაღები“ (ზედამხედველი, 1990), „ღმერთო, რისი გულისთვის“ (უმადური, 2003) და სხვა.
დაქორწინებულია მსახიობ ნანა დათუნაშვილზე, მათი შვილი იყო ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, გიორგის შვილები ცნობილი მოდელები ნანუკა და ნინი არიან. ნანუკა ვიცე მის-საქართველო 2015-ის, ნინი კი მის-საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელია.
რესურსები ინტერნეტში
- იოსებ გოგიჩაიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- იოსებ გოგიჩაიშვილი — ეროვნული ფილმოგრაფია
- იოსებ გოგიჩაიშვილი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)