peoplepill id: iese-tlashadze
Georgian poet
Iese Tlashadze
The basics
Quick Facts
The details (from wikipedia)
Biography
იესე ტლაშაძე — XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი პოეტი.
ეკუთვნის პოემა „ბაქარიანი“ („კათალიკოზ-ბაქარიანი“, დაწერილია სტამბოლში, 1727), რომელშიც აღწერილია ვახტანგ VI-ისა და მისი შვილის ბაქარის ამბები, ქართლის აოხრება სპარსელებისა და ოსმალებისაგან, ვახტანგის რუსეთში გადახვეწა, ხოლო მისი ძმის, კათოლიკოს დომენტის სტამბოლში გაწვევა და იქაური თავგადასავალი. როგორც ჩანს, ტლაშაძე ჯერ კიდევ 1724 წლამდე ყოფილა რუსეთში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი კათოლიკოს დომენტის გაჰყოლის სტამბოლში. ტლაშაძე არსებითად არჩილ II-ის მიმდევარია ქართულ მწერლობაში. იგი თაყვანს სცემს შოთა რუსთაველს, აუგად მოიხსენიებს მის ეპიგონებს, თუმცა მის პოემაში იგრძნობა ვეფხისტყაოსნის დიდი გავლენა. "ბაქარიანზე" ზემოდმედება მოუხდენია იოსებ სააკაძის „დიდმოურავიანსაც“.
ლიტერატურა
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- ბარამიძე ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 6, თბ., 1986 წელი.
The contents of this page are sourced from Wikipedia article.
The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Iese Tlashadze is in following lists
By field of work
By work and/or country
comments so far.
Comments
Iese Tlashadze