Iase Shakarashvili
Quick Facts
Biography
იასე ნესტორის ძე შაქარიშვილი (დ. ძველი სტილით [3 ოქტომბერი], ახალი სტილით [16 ოქტომბერი], 1899, ჩოხატაური, — გ. 30 ივლისი 1955, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი. ჰიდროლოგიის ცნობილი მკვლევარი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1941).
ბიოგრაფია
1917 წელს დაამთავრა ფოთის გიმნაზია. 1925 წლამდე მუშაობდა სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში. 1930 წელს დაამთავრა თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის გეოგრაფიის განყოფილება და მუშაობა დაიწყო იქვე ფიზიკურ გეოგრაფიულ კათედრაზე. 1934 წლიდან მუშაობდა ჰიდროკლიმატოლოგიის კათედრაზე, 1943 წელს დაინიშნა ამავე კათედრის გამგედ.
1945 წლიდან ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ფიზიკურ გეოგრაფიულ განყოფილებას. 1946-1950 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.
იკვლევდა საქართველოსა და ამიერკავკასიის მდინარეებს. არის მრავალი შრომის ავტორი: „საქართველოს ჰიდროლოგიური დარაიონება“, (ლევ ვლადიმიროვთან ერთად), „საქართველოს წყლების შესწავლის მოკლე ისტორიული ნარკვევი“ და სხვა.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 694-695, თბ., 1986 წელი.