Grigol Mukhadze
Quick Facts
Biography
გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე (დ. 8 იანვარი, 1879, თბილისი, რუსეთის იმპერია ― გ. 8 ოქტომბერი, 1948, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.
ბიოგრაფია
დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს. 1911 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაინიშნა ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ინიშნება თბილისის და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად. 1918 წელს დაინიშნა თბილისის ტრავმატოლოგიური ინსტიტუტის დირექტორად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. 1932 წელს დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წელს მისი ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
გრიგოლ მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე თბილისის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი. 1925-1937 წლებში მუშაობდა რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორად. 1946 წელს შექმნა საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტი.
ჯილდოები
- 1943 — შრომის წითელი დროშის ორდენი
- 1942 — საპატიო ნიშნის ორდენი
- 1941 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 228, თბ., 1984 წელი.
- „გრიგოლ მუხაძე; ცხოვრება და მოღვაწეობა“; საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემია, თბ., 1961 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- გრიგოლ მუხაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გრიგოლ მუხაძე — ბიბლიოვიკი