Grigol Khunjua
Quick Facts
Biography
გრიგოლ ხუნჯუა (დ. 1 აპრილი, 1895 — გ. 16 მაისი, 1983) — ქართველი გეოდეზისტი, კარტოგრაფი და პედაგოგი. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1939), დოცენტი (1939).
ბიოგრაფია
გრიგოლ ხუნჯუამ დაამთავრა თბილისის მუშფაკი გეოდეზია-ტოპოგრაფიის სპეციალობით 1920 წელს.
1924 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადგეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრაზე კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1924–28 წლებში მუშაობდა კარტოგრაფიის ინსტიტუტში; 1930 წლიდან ჩაება სახალხო მეურნეობის დარგების განვითარების ღონისძიებებში. ასრულებდა ხიდების და რკინიგზების გეოდეზიური უზრუნველყოფის სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით ხიდები აშენდა მტკვარზე (კვათისხევთან), ალაზანზე (ველისციხესთან).
1939 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. იმავე ინსტიტუტში ომის პერიოდში არჩეულ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, შემდეგ კი გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის გამგედ.
1960 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტში დოცენტის თანამდებობაზე; 1973 წლიდან — ახლადგახსნილ კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის დოცენტად, სადაც კითხულობდა ლექციებს ტოპოგრაფია-გეოდეზიის საფუძვლებში და უმაღლეს გეოდეზიაში.
საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1939 წელს თემაზე: „მრუდზე ასაშენებელი ხიდების დაკვალვისა და დაგეგმარების საკითხისათვის“. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის სახელმძღვანელოები.
ბიბლიოგრაფია
- ზოგადი და საინჟინრო გეოდეზიის კურსი. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977;
- პრაქტიკული გეოდეზია და კარტომეტრიის საკითხები. თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1973;
- გეოდეზია: სახელმძღვ. უმაღლ. სასწ. სტუდ. თბ., თბილ. სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 1966;
- გეოდეზიის კურსი, წ. 2. თბ., ტექნიკა და შრომას გამ-ბა, 1948;
- გეოდეზიის კურსი, წ. 1. თბ., ტექნიკა და შრომა, 1946.