peoplepill id: givi-chichinadze
GC
Georgia Russia
1 views today
1 views this week
Givi Chichinadze
Georgian poet and actor

Givi Chichinadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian poet and actor
Gender
Male
Place of birth
Tbilisi
Place of death
Tbilisi
Age
65 years
The details (from wikipedia)

Biography

გივი ჭიჭინაძე (დ. 12 აგვისტო, 1934, თბილისი — გ. 13 ნოემბერი, 1999, თბილისი) — XX საუკუნეში მოღვაწე ქართველი პოეტი და მსახიობი.

ადრეული წლები

სოფელ ქორეთის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1953 წელს ჩაირიცხა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1957 წელს და მუშაობა დაიწყო სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრში. 1960 წელს კი გადმოიყვანეს თბილისში, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. გივი ჭიჭინაძე სამსახიობო მოღვაწეობასთან ერთად ნახევარი საუკუნე ემსახურებოდა საყმაწვილო ლიტერატურას. იგი ლექსებს ბავშვობიდან წერდა, მაგრამ მისი პოეტური ნათლობა 1955 წელს შედგა, როცა გამოაქვეყნა პირველი საბავშვო ლექსების კრებული.

მომდევნო წლები

არჩეული იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის საბავშვო ლიტერატურის სექციის ბიუროს წევრად, საბავშვო თეატრების სამხატვრო კოლეგიის წევრად. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ესტონურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ქართველმა ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა მისი პოემებისა და ლექსების კრებული: "წია-წია პაწია", "წყაროსთვალი", "დათუნია-დრუნჩა", "ია, მზე და იამზე", "თაგვმა კატა დაიჭირა", "ვინ ადხატავს ცხრათვალა მზეს", "ყველაზე, ლამაზი", "რა ახარებთ პინგვინებს", "ოქროყანა-მზისყანა".

გივი ჭიჭინაძეს გამოქვეყნებული აქვს ლირიკული ლექსების ორი კრებული: "გამოღვიძება" და "ნოემბრის ქარი".

მისი პიესები "უცნაური ბიჭი", "საბედისწერო ოპერაცია", უკანასკნელად კივის მატარებელი", "იისფერა", "არა შეჯდა მწყერი ხესა", ჯადოსნური ბურთი" წარმატებით იდგმებოდა თეატრის სცენაზე.

სამსახიობო კარიერა

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრის სცენაზე მან განასახიერა როლები: ოპტიმისტენკო- ვლადიმერ მაიაკოვსკის "აბანო", ბობჩინსკი- ნიკოლოზ გოგოლის, "რევიზორი" ჯეკობს უმცროსი, ილფისა და პეტროვის "მშვიდობის კუნძული".

რუსთაველის სახელობის სცენაზე მან განასახიერა შემდეგი როლები: ივანიკა- გაგა ნახუცრიშვილის "ფიროსმანი", ივლიანე- გ.ხუხაშვილის "ზღვის შვილები", ნიკოლ - ჟან მოლიერის "გააზნაურებული მდაბიო", ვანგი- ბერტოლტ ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი", გენერალი ბერდოსანი - შალვა დადიანის "გუშინდელნი", რწმუნებული - პოლიკარპე კაკაბაძის "ყვარყვარე", ქიმიის მასწავლებელი - ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" , ლეონტი -ალექსანდრე ჩხაიძის "სამიდან ექვსამდე", გაგა ნახუცრიშვილის "სალამურა" - კინა-ლოკო. გივი ჭიჭინაძე გარდაიცვალა 1999 წლის 13 ნოემბერს, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ფილმოგრაფია

წელისახელიროლიშენიშვნა
1968ფერისცვალება
1971წუთისოფელი
1974მინდვრის ყვავილი
1976იყო და არა იყო რა
ნატვრის ხე
1982სამი ალიყური
1988დანაშაული მოხდა
1991სიბრძნე სიცრუისა
1995წითელი პათეფონი

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Givi Chichinadze

Basics

Introduction

ადრეული წლები

მომდევნო წლები

სამსახიობო კარიერა

ფილმოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lists

Also Viewed

Lists
Givi Chichinadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Givi Chichinadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes