peoplepill id: giorgi-salukvadze
GS
1 views today
1 views this week
Giorgi Salukvadze
zanger

Giorgi Salukvadze

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

გიორგი ისაკის ძე სალუქვაძე (დ. 25 ივნისი, 1913, სოფელი უჩხუბი, რუსეთის იმპერია, — გ. 15 ივნისი, 1990, ოზურგეთი, სსრკ) — ქართველი ლოტბარი, მომღერალი, ქორეოგრაფი, ინჟინერი, საქართველოს სახალხო არტისტი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, მხატვრული თვითმოქმედების დათვალიარებათა და ქართული ცეკვის ექვსი კონკურსის გამარჯვებული, სსრკ-ს ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროსა და საქართველოს სახალხო განათლების წარჩინებულის წოდების მფლობელი სამკერდე ნიშნით (ორგზის), ბუნების ქომაგის საპატიო წოდების და ოქროს მედლის მფლობელი, საქართველოს უმაღლესი საბჭოს (სამგზის) და აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელების მფლობელი ხელოვნების დარგში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1913 წლის 25 ივნისს ოზურგეთის მაზრის სოფელ უჩხუბში (დღევანდელი ცხემლისხიდი). არასრული განათლება სოფელში მიიღო, 1932 წელს დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმი. 1933-1939 წლებში სწავლობდა საქართველოს კიროვის სახელობის ინდუსტრიულ ინსტიტუტში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ინჟინრის თანამდებობაზე მუშაობდა „თბოელექტროცენტრალში”. ომის შემდგომ წლებში მუშაობდა არაერთ საპასუხისმგებლო აღმასრულებელ თანამდებობაზე.

ხალხური ცეკვისა და სიმღერის ტრფიალი გიორგი სალუქვაძე ბავშვობიდანვე იყო. 1935 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, იგი აყალიბებს მომღერალ-მეჩონგურეთა სამკაციან და მოცეკვავეთა ხუთკაციან ჯგუფს, დგამს ხალხურ ცეკვებს. სწორედ მისი ხელმძღვანელობით 1937 წელს საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სტუდენტურმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა ცეკვა „ხორუმით” ხალხური თვითმოქმედების IV რესპუბლიკურ ოლიმპიადაზეპირველი ადგილი და ჯილდო მოიპოვა.

1937 წელს გიორგი სალუქვაძე კირილე პაჭკორიამ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ქორეოგრაფად და მოცეკვავედ მიიწვია. იმავე დროს იგი ხელმძღვანელობდა პუშკინის სახელობის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის სტუდენტთა ქორეოგრაფიულ წრეს. მეორე მსოფლიო ომის წლებშისალუქვაძე − დანაყოფის მეთაური − საბჭოთა არმიის რიგებში იბრძოდა, ამავე დროს, წითელარმიელთა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს ხელმძღვანელობდა.

დემობილიზაციის შემდეგ თბილისში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან არსებულ ანსამბლებში მუშაობდა ქორეოგრაფად (საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი გრიგოლ კოკელაძე), სამტრესტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მაუდის ფაბრიკის ქორეოგრაფიული წრე, №5 საქარხნო-საფაბრიკო სასწავლებელი).

1947 წლიდან გიორგი სალუქვაძე საცხოვრებლად მახარაძეში (დღევანდელი ოზურგეთი) გადავიდა. იგი მიიწვიეს კულტურის სახლის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ქორეოგრაფად, პარალელურად ხელმძღვანელობს ნატანების საკოლმეურნეო და მახარაძის №3 საშუალო სკოლის გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს, 1949-1951 წლებში სოფლების: შრომის, ძამითისა და ბახვის საკოლმეურნეო გუნდების ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. 1959 წლიდან კი ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთის საკოლმეურნეო გუნდის ქორეოგრაფიულ წრეს.

1955 წლიდან გიორგი სალუქვაძე საქართველოს მთავარენერგოს სისტემის ბჟუჟჰესის მშენებლობის დირექტორი და ტექნიკური ზედამხედველია, მაგრამ კვლავ განაგრძობს ხალხური შემოქმედების სამსახურს.

1963 წელს ანა ანტონოვსკაიას შვილმა მწერალამა ბორის ჩერნიმ დაწერა კინოსცენარი გიორგი სალუქვაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიამ შექმნა ფერადი ხმოვანი კინონარკვევი.

გიორგი სალუქვაძემ 40-წლიანი შრომა მიუძღვნა მივიწყებული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნიმუშების ძიებასა და თავმოყრას. მის მიერ აღდგენილი მრავალი ცეკვა დამკვიდრდა ქართულ საცეკვაო რეპერტუარში და წარმატებით წარდგა სხვადასხვა დროს გამართულ დათვალიერება-ფესტივალებსა თუ ოლიმპიადებზე: „ფარცაკუკუ”-1951 წელი VII რესპუბლიკური ოლიმპიადა, „კალმახობა”-1954 წელი VIII რესპუბლიკური ოლიმპიადა, ინგილო-ფერეიდანული ცეკვა „შიპრიბა” პიონერთა და მოსწავლეთა ოლიმპიადა−1960 წელი, სპორტულ-მუშაითური ცეკვა „ფუნდრუკი” IX რესპუბლიკური ოლიმპიადა−1961 წელი, მესხურ-ჯავახური ცეკვები „მძიმური”, „იდუმალა”, ფერხული „დიდება” სახუმარო ცეკვით „ვარძიობა-ძიობასა” 1965-1970 წწ., ძველი, აჭარული, შრომითი პროცესის ამსახველი ცეკვა „ხელტარის ნადი” („ხელტრის ნადი”) 1966-1968 წწ. წლების განმავლობაში გიორგი სალუქვაძემ ქორეოგრაფიულად დადგა და მუსიკალურად გააფორმა მახარაძის თეატრის ორ ათეულზე მეტი სპექტაკლი, ასევე მისი კონსულტაციითა და ქორეოგრაფიული კომპოზიციებით არის გადაღებული სამი დოკუმენტური ფილმი: „შრომა და შემოქმედება”, „შეხვედრა მთაში”, „გიწვევთ ქართულ სუფრასთან”.

1968 წელს გიორგი სალუქვაძის ინიციატივით ქალაქ ოზურგეთში შეიქმნა გურული ხალხური სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სკოლა, (შემდგომში მსგავსი ინიციატივა საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც წარმატებით განხორციელდა). 1972 წელს სკოლის კურსდამთავრებულთაგან მან შეარჩია საუკეთესო ნაწილი (14 კაცი), დაუმატა 9 მოცეკვავე და შექმნა ანსამბლი „იადონი”.

გიორგი სალუქვაძე გარდაიცვალა 1990 წლის 15 ივნისს, დაკრძალულია ოზურგეთში.

ლიტერატურა

  • შილაკაძე, ვანო., ხალხური შემოქმედების მოამაგე,გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა”,ბათუმი 1979.
  • ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, გურია III წიგნი, გიორგი სალუქვაძე, ავტ: კვიჟინაძე მარინა, პატარიძე უჩა, 2004.
  • ჭანიშვილი, რეზო, ალავიძე,ოლეგ., „გიორგი სალუქვაძე 100”, ფონდი ქართული გალობა, საქ. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქ. ქორეოგრაფიისმოღვაწეთა კავშირი,თბილისი 2014.
  • ანტონოვსკაია, ანა, ჩორნი, ბორის., ფილმი-ნარკვევი „შრომა და შემოქმედება”.
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Salukvadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Giorgi Salukvadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes