Giorgi Nadiradze
Quick Facts
Biography
გიორგი ნადირაძე (დ. 14 მარტი, 1992, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.
კარიერა
გიორგი ნადირაძე თბილისის „დინამოში“ 2006 წელს ჩაირიცხა. „დინამოს“ აკადემიაში ერთი წლით უფროს ასაკში სინჯებზე მისულმა მეკარემ ჯერ აკადემიის პერიოდი გაირა, შემდეგ დუბლებში გამოდიოდა, 2011-12 წლების სეზონისთვის კი ძირითადი შემადგენლობის განაცხადში გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა საქართველოს ჩემპიონატის მე-15 ტურის გადადებულ მატჩში, სადაც „დინამო“ ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ზესტაფონთან“ 5:1 დამარცხა. 2012 წელს ცხინვალის „სპარტაკში“ გადავიდა და ძირითადში ადგილი დაიმკვირდა. საქართველოს თასის 2012-13 წლების გათამაშების მერვედფინალში, „სპარტაკი“ ვიტ ჯორჯიას შეხვდა, განმეორებით შეხვედრაში საქმე პენალტებამდე მივიდა, სადაც გიორგი ნადირაძემ ზედიზედ სამი 11-მეტრიანი მოიგერია და გუნდს მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.
გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2014 წელს საუდის არაბეთის წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის იძულებითი ცვლილება განხორციელდა, თემურ ქეცბაიამ ნუკრი რევიშვილის მაგივრად გიორგი ნადირაძე გამოიძახა.
ტიტულები
- უმაღლესი ლიგა მეორე ადგილი: 2010/2011
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)