peoplepill id: giorgi-laskhishvili
GL
1 views today
1 views this week
Giorgi Laskhishvili

Giorgi Laskhishvili

The basics

Quick Facts

Gender
Male
The details (from wikipedia)

Biography

გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი (დ. 25 დეკემბერი, 1866, ქუთაისი — გ. 15 მარტი, 1931, თბილისი) — ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე, სოციალისტ-ფედერალისტთა ერთ-ერთი ლიდერი.

ბიოგრაფია

სწავლა დაიწყო ქართულ კლასიკურ გიმნაზიაში. უკვე ქუთაისის გიმნაზიაში ჩამოყალიბდა როგორც ცარისტული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი პიროვნება. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „სტვირი“, რომელიც თავგამოდებით ილაშქრებდა ყოველგვარი ანტიქართულის წინააღმდეგ.

1884 წელს ჩაირიცხა ოდესის (ნოვოროსიის) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. აქ იგი, სერგეი მესხთან ერთად აქტიურად ჩაება რევოლუციური ორგანიზაციის „ახალგაზრდა ნაროდნაია ვოლიას“ სამხრეთის ჯგუფის მუშაობაში, რისთვისაც იგი ჯერ 1887 წელს გარიცხეს უნივერსიტეტიდან, ხოლო 1888 წლის 2 თებერვალს დააპატიმრეს და 6 თვე ქუთაისის ციხეში ამყოფეს. გათავისუფლების შემდეგ ერთ ხანს მუშაობდა საადგილმამულო ბანკში, მაგრამ 1889 წლის ზაფხულში კვლავ დააპატიმრეს და 5 წლით გააციმბირეს.

1894 წელს გ. ლასხიშვილი საქართვეოში დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით — მთელი თავისი ცოდნა და ენერგია მოეხმარებინა მშრომელი ხალხის თავისუფლებისა და ბედნიერებისათვის. ამ განწყობით წარუდგინეს იგი 1895 წლის იანვარში, გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძეს, რომემაც გზა დაულოცა ახალგაზრდა მოღვაწეს. მუშაობდა "ივერიის" რედაქციაში, სადაც „ლალის“ ფსევდონიმით აქვეყნებდა წერილებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, თანამშრომლობდა „ნოვოე ობოზრენიეში“, „მოამბეში“, „კვალში“.

ეს პერიოდი საქართველოში რთული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებით ხასიათდებოდა — დემოკრატიული ბანაკი ორად გაიყო. მათ შორის ვინც ცდილობდა ამ დაპირისპირებული ძალების კონსოლიდაციას, ერთ-ერთი პირველი გ. ლასხიშვილი იყო. იგი აღნიშნავდა: „დღეს დროთა ვითარების გამო, ჩვენ ყველანი შევადგენთ ერთ პატრიას, ერთი აზრით განმსჭვალულს.“ გიორგი ლასხიშვილი არა მარტო თეორიულად ასაბუთებდა, არამედ მიზნად დაისახა შეექმნა ეროვნულ მიმდინარეობათა გამაერთიანებელი ორგანიზაცია. ამ მიზნით „ივერიაში“ თავი მოუყარა ახალგაზრდა პუბლიცისტ-ინტელიგენტთა რადიკალურად განწყობილ ჯგუფს. „ივერიის“ დახურვის შემდეგ (1896) ეს ჯგუფი „ცნობის ფურცლის“ გარშემო გაერთიანდა, რომლის ფაქტობრივი რედაქტორი თვითონ იყო. სწორედ აქ ჩაისახა მომავალი სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია, რომლის პრაქტიკული ხელმძღვანელობა მანვე იტვირთა.

1905 წელს პარიზში ყოფნისას იყო გაზეთ "საქართველოს" ერთ-ერთი რედაქტორი.

ეს აქტივობა უყურადღებოდ არ დარჩენია ხელისუფლებას, რომელმაც 1910 წელს ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის ლიკვიდაცია მოახდინა, გ. ლასხიშვილი კი ჯერ 7 თვით ჩასვევს მეტეხის ციხეში, ხოლო შემდეგ 5 წლით ცხოვრება აუკრძალეს კავკასიაში. მან საცხოვრებლად ხარკოვი აირჩია, სადაც სამი წელი დაჰყო. შემდეგ ბაქოში გადასვლა მოახერხა დასთან; მოგვიანებით დაბრუნდა თბილისში. საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში გ. ლასხიშვილი იყო განათლების მინისტრი და მთავრობის კაბინეტში სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წარმომადგენელი.

1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის XI არმიის შემოტევების შედეგად როგორც მთავობის ყველა წევრი გ. ლასხიშვულიც ოჯახით ბათუმში ჩავიდა ემიგრაციაში წასასვლელად. მაგრამ ბოლო მომენტში უარი თქვა გამგზავრებაზე და საქართველოში დარჩა. საბჭოურ ხანაში გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე საბოლოოდ ჩამოსცილდა პოლიტიკურ საქმიანობას და მუშაობდა საგარეო ვაჭრობის სამინისტროში საფინანსო აგენტად, ბანკის გამგეობის წევრად. 1926 წელს სამსახურსაც დაანება თავი.

გიორგი ლასხიშვილის დაუცხრომელი მოღვაწეობის შედეგად 1918-1921 წლებში საფუძველი ჩაეყარა არა ერთ საგანმანათლებლო-აღმზრდელობით დაწესებულებას. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღნიშნოს მისი, როგორც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის ქმედითი მონაწილეობა ჩვენი ეროვნული უნივერსიტეტისა და თბილისის კონსერვატორიის დაარსების, სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღების საქმეში და სხვა.

გიორგი ლასხიშვილის მემუარები გამოიცა 1934 წელს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Laskhishvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Giorgi Laskhishvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes