Giorgi Darispanashvili
Quick Facts
Biography
გიროგი დარისპანაშვილი (დ. 11 ივნისი, 1905, თბილისი, — გ. 4 აპრილი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1955).
სასცენო მოღვაწეობა 1920 წელს დაიწყო. 1927-1928 წლებში მსახიობად მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში, 1928-1933 — თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1933-1936 ველისციხისა და ჭიათურის თეატრების, ხოლო 1936-1960 წლებში თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეატრის მსახიობი და რეჟისორი იყო. შეასრულა როლები: შამილი (იონა ვაკელის „შამილი“), ლადო კეცხოველი (ბ. ნახუცრიშვილის „ლადო კეცხოველი“), ბიძინა ჩოლოყაშვილი (აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკის“ ინსცენირება) და სხვა.
მოზარდ-მაყურებელთა თეატრში დადგა: სიმონ მთვარაძის „აურიე რგოლი“, ალექსანდრე კაჭკაჭიშვილის „პარტიზანების“, ნიკო ლომოურის „ქაჯანა“ ინსცენირება და სხვა. გიორგი დარისპანაშვილი ათამდე პიესის ავტორია, აღსანიშნავია „ხიდქვეშ“, „ძმები“, „ტყის მეგობარი“ და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 413, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი დარისპანაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი