peoplepill id: giorgi-dadishkheliani
Giorgi Dadishkheliani
The basics
Quick Facts
The details (from wikipedia)
Biography
გიორგი თენგიზის ძე დადიშქელიანი (დ. 1858 — გ. წელი უცნობია), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი.
ბიოგრაფია
დაამთავრა თბილისისკლასიკური გიმნაზია და იუნკერთა სასწავლებელი. 1893-1899 წლებში მუშაობდა ოზურგეთის, ზუგდიდის, რაჭის და ქუთაისის მაზრების უფროსად. 1906 წელს დაინიშნა ქუთაისის ვიცე-გუბერნატორად, ამავე წელს გადაიყვანეს ყარსის ოლქის გუბერნატორად. 1908 წლიდან დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე იყო. 1912-1915 წლებში სამხედრო სამსახურთან ერთად ბაქოს ოკრუგის საპატიოსამოქალაქო მოსამართლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1915 წლის ივნისიდან მუშაობდა დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა გურიის, ლეჩხუმის, რაჭისა და სამეგრელოს გლეხთა აჯანყებების ჩაქრობაში.
ლიტერატურა
- ბოროზდინი კ., სამეგრელო და სვანეთი. 1884-1861, ტფ., 1934
- გაბლიანი ე., ძველი და ახალი სვანეთი, ტფ., 1925
- გასვიანი გ., ქსე, ტ. 3, გვ. 331, თბ., 1978
The contents of this page are sourced from Wikipedia article.
The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Dadishkheliani is in following lists
By field of work
By work and/or country
comments so far.
Comments
Giorgi Dadishkheliani