Giorgi Chagelishvili
Quick Facts
Biography
გიორგი ჩაგელიშვილი (დ. 3 დეკემბერი, 1952, ქუთაისი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2002).
1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1974–1977 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978–1986 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1986–1991 წლებში ამავე ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1997–2007 წლებში მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2007 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; 2008 წლიდან მიზეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.
1979 წლიდან არის ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1979 წლიდან ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
ბიბლიოგრაფია
- New linear mechanisms of acoustic wave generation in smoth shear flows(Non modal study), in "Sound-flow interactions" : Lecture notes in physics, springer (ავტორი). - 2002. - 210p.