Giorgi Bochorishvili
Quick Facts
Biography
გიორგი ბაგრატის ძე ბოჭორიშვილი (დ. 3 ივნისი/16 ივნისი, 1919, ტყიბული — გ. 25 ნოემბერი, 2011) — ქართველი ქირურგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1960), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967).
ბიოგრაფია
1941 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1941-1942 წლებში მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში. 1960-1974 წლებში თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის პროფესორი იყო, 1974-1981 წლებში ზოგადი ქირურგიის კათედრის გამგეა. გამოიკვლია ცენტრალური ნერვული სისტემის როლი ძვლის ქსოვილის რეგენერაციაში, ერთ-ერთმა პირველმა დანერგა საქართველოში თრომბოემბოლიური დაავადების აქტიური მკურნალობის მეთოდი. შეისწავლის მუცლის ღრუსა და სისხლძარღვთა ქირურგიის, დამწვრობისა და მოტეხილობის მკურნალობის საკითხებს. დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 495, თბ., 1977 წელი.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 475, თბ., 1997 წელი.