peoplepill id: giorgi-badridze-1
GB
1 views today
1 views this week
Giorgi Badridze

Giorgi Badridze

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

გიორგი ივანეს ძე ბადრიძე (დ. 16 მარტი, 1869, ქუთაისი — გ. 1 სექტემბერი, 1938, იქვე) —ქართველი პედიატრი, პუბლიცისტიდა საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

1894 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1894–1896 მოსკოვის შინაგან სნეულებათა კლინიკის ორდინატორი იყო, 1896-1898 მუშაობდა თბილისის მიხეილის (ახლანდელი ქალაქის V) საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაში, ხოლო 1898–1906 — ქ. ნახიჩევანში ექიმად. 1906-იდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ქუთაისში. მისი თაოსნობით დასაცლეთ საქართველოში გაიხსნა ბავშვთა სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებები და თავშესაფრები. ქართულ ჟურნალ-გაზეთებში ("მოამბე","განთიადი", "ივერია", "დროება", "სამშობლო", "ჩვენი ქვეყანა" და სხვა) აქვეყნებდა სამეცნიერო-პოპულარულ სტატიებს მედიცინის ისტორიის, ჰიგიენის, ფილოსოფიის და სხვა საკითხებზე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის გიმნაზიებში (ასწავლიდა ჰიგიენას). იყოქუთაისის სამედიცინო საზოგადოების ერთ-ერთი ფუძემდებელი და თვალსაჩინო წევრი.

ლიტერატურა

  • გ. მხეიძე. ექიმი გიორგი ბადრიძე, თბილისი, 1965.
  • შენგელია მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 324.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Giorgi Badridze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Giorgi Badridze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes