Gia Gulua
Quick Facts
Biography
გია გულუა (დ. 20 თებერვალი, 1956, ზუგდიდი — გ. 20 აპრილი, 1994, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი (1994).
ბიოგრაფია
დაიბადა1956 წლის 20 თებერვალს ზუგდიდში. დაამთავრა ხარკოვის სახანძრო ტექნიკური სასწავლებელი 1976 წელს; 1986 წელს — სსრკ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. 1992 წლის იანვრიდან — შსს-ის თბილისის სამმართველოს უფროსი. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993). 1992 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. 4 დეკემბრიდან იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და სატრანსპორტო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი. 1994 წელს დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
1994 წლის 20 აპრილს, გია გულუა ორ თანმხლებ პირთან ერთად, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, საკუთარ სახლთან რამდენიმე შეირაღებულმა პირმა ჩაცხრილეს.
დარჩა მეუღლე — ნუცა და ორი ვაჟი: სანდრო და დავითი.
თბილისში, კერძოდ, კრწანისის რაიონში ერთ-ერთი ქუჩა გია გულუას სახელს ატარებს.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 199, თბ., 2012 წელი.
რესურსები ინტერნეტში
- გია გულუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი