peoplepill id: georgiy-grigoryevich-gvelesiani
GGG
Russia Georgia
4 views today
4 views this week
Georgiy Grigor'yevich Gvelesiani
Economic geographer

Georgiy Grigor'yevich Gvelesiani

The basics

Quick Facts

Intro
Economic geographer
A.K.A.
Giorgi Gvelesiani
Work field
Gender
Male
Birth
Place of birth
Kutaisi, Imereti, Georgia
Age
77 years
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia
The details (from wikipedia)

Biography

გიორგი გრიგოლის ძე გველესიანი (დ. 27 ივნისი, 1903 — გ. 28 მარტი, 1980) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1969).

ბიოგრაფია

1928 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. მუშაობდა უმაღლეს საგეგმო ორგანოებსა და საქართველოს მინისტრთა საბჭოში. 1931 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის სახალხო მეურნეობის საბჭოში, ხოლო 1935–48 წლებში საქართველოს მინისტრთა საბჭოს სახელმწიფო საგეგმო კომისიაში განყოფილების გამგედ. იგი უშუალოდ მონაწილეობდა რესპუბლიკის მსხვილი ქალაქების განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაში. 1947 წელს დაინიშნა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწედ. სახელმწიფო ორგანოებში მოღვაწეობას იგი უთავსებდა ნაყოფიერ მეცნიერულ მუშაობას. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის ეკონომიკური გეოგრაფიის განყოფილებას. მისი ძირითადი შრომები ეხება საქართველოს საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგებას, ეკონომიკურ დარაიონებას (შეადგინა საქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ახალი ბადე), მთიანი რაიონების განვითარებას, რეგიონული განვითარების პრობლემებს და სხვა. მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შქმნილი და გამოცემულია მრავალი შრომა, მიძღვნილი რესპუბლიკის საწარმოო ძალთა განვითარება-განლაგების პრობლემისადმი, მოსახლეობისა და ქალაქების გეოგრაფიის, სამრეწველო კვანძების ფორმირების, ეკონომიკური გეოგრაფიის ზოგადი თეორიის, ეკონომიკური დარაიონებისა და სხვა საკითხებისადმი. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულ და მასობრივი ტირაჟით გამოქვეყნებულ შრომებში მოცემულია საქართველოსა და მისი ცალკეული რაიონების ბუნების, მოსახლეობისა და მეურნეობის კომპლექსური დახასიათება. საკანდიდატო დისერტაციის თემა დაიცვა თემაზე: „საქართველოს სსრ სამრეწველო წარმოების სპეციალიზაციის საკითხებისათვის“ 1952 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „საქართველოს სსრ-ში სოციალისტური წარმოების განვითარებისა და განლაგების საკითხები“ 1965 წელს. იგი 100-ზე მეტი გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორია. მან ერთ-ერთმა პირველმა განიხილა 1960-იან წლებში საქართველოს მთიანი რეგიონების პროგრამა, გააშუქა მათი საწარმოო ძალების განვითარების საკითხები და დასახა კონკრეტული რეკომენდაციები. „საქართველოს სსრ ატლასის“ (1964) შედგენაში მონაწილეობისათვის მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1971). საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემია (1978).

ლიტერატურა

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 607.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Georgiy Grigor'yevich Gvelesiani is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Georgiy Grigor'yevich Gvelesiani
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes