Fula calypsew
Quick Facts
Biography
გიორგი შენგელია, საზოგადოებისთვის ცნობილი მეტსახელით Fula Calypse (დ. 6 მაისი, 1991, თბილისი, საქართველო) — ქართველი მუსიკოსი და რეპერი.
მუსიკალური კარიერა
Fula Calypse-მა პირველი სიმღერა „მოძრაობა“ 13 წლის ასაკში Serious-თან ერთად ჩაწერა, თუმცა იგი ჰიპ-ჰოპით ჯერ კიდევ ღრმა ბავშობაში დაინტერესდა. წლების მანძილზე იგი სხვა ქართველ რეპერებთან ერთად (როგორებიც არიან ზაზა ნოზაძე, დუდა, Cibo, Bagira) იყო ქართული ჰიპ ჰოპ ჯგუფ „ქსელი 56“-ის წევრი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
მოგვიანებით Fula-მ ჯგუფი დატოვა და სოლო კარიერას მიჰყო ხელი. მიუხედავად ამისა, იგი ხშირად თანამშრომლობს ქართველ რეპერ OL' BOY-სთან. მათი საერთო კომპოზიციებია „უბატონო“, „ძარცვა“, „ვაცდენ“ „Ronaldinho“ და სხვა.
Fula-ს ლირიკაში ხშირადა წარმოჩენილი პარალელები ცნობილი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებიდან. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა „თუ დებ, დადე“.
განთქმული სიმღერები
- 2013 — „ვცადე“
- 2014 — „ზღაპრების ნუ გჯერა“
- 2016 — „ჩემი თეორია“
- 2016 — „მესმის შენი სუნთქვა“
- 2016 — „მხოლოდ შენთვის“
- 2016 — „ნოემბერი
- 2017 — „გეტოს შვილი“
- 2017 — „წავედი მე“
- 2018 — „თუ დებ, დადე“
- 2018 — „ბოლო დროს“
- 2018 — „უსახო“
- 2018 — „შივა/ Shiva (საგანგებო)“
- 2019 — „გამოსულს“
- 2019 — „არ უნდა გექნა“ (ft Ol'boy)
- 2019 — „წამები — დროს“
- 2019 — „ვისაც რა უნდა ის თქვას“
- 2019 -- "დაუმორჩილებლობა"
- 2019 -- "ვერავინ"
- 2019 -- "სტუმრად ვარ"
- 2019 — „ზის წერილებთან“
- 2020 -- "შივა 2"
რესურსები ინტერნეტში
- Fula Calypse Facebook-ზე
- Fula Calypse — Popmusic.ge
- Fula Calypse-ის არხი youtube-ზე
- ინტერვიუ Fula Calypse-სთან