peoplepill id: filipe-gogichaishvili
FG
Georgia Russia
3 views today
3 views this week
Filipe Gogichaishvili
Georgian doctor, writer

Filipe Gogichaishvili

The basics

Quick Facts

Intro
Georgian doctor, writer
Gender
Male
Place of birth
Lanchkhuti
Place of death
Tbilisi
Age
78 years
The details (from wikipedia)

Biography

ფილიპე გოგიჩაიშვილი (დ. 20 იანვარი, 1872, ლანჩხუთი — გ. 29 მარტი, 1950, თბილისი) — ქართველი ექიმი, მწერალი, ეკონომისტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.

ბიოგრაფია

დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს ლანჩხუთში. 1880-87 წლებში სწავლობდა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში, 1894 წელს დაამთავრა თბილისის მე-2 გიმნაზია, 1899 წელს მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, 1900 წლიდან მუშაობდა ექიმად სოფელ დიდ ჯიხაიშსა და გორისაში, შემდეგ — ქუთაისში. 1901 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის ეკონომიური განყოფილება. იყო „მესამე დასის“ წევრი, შემდეგ — მენშევიკ-ავტონომისტი, „ალიონელი“, 1902 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი, 1905 წლიდან თანამშრომლობდა ჟურნალ „მოგზაურში“, 1906 წელს იყო პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან, 1907 წლიდან სამუშაოდ გადავიდა თბილისში, 1910 წელს დააპატიმრეს და ერთი წელი მეტეხის ციხეში იმყოფებოდა. მენშევიკების მმრათველობის წლებში საქართველოს ეროვნული კრების, პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი იყო.

შემოქმედება

აღსანიშნავია მისი პიესები: „ქოხში“ (1905), „წამხდარი სისხლი“ (1905), რომანი-ქრონიკა „სამი დროება“ (1931), კრიტიკული წერილები ნოდარ ბარათაშვილის, რაფიელ ერისთავის, მ. გურულის, დავით კლდიაშვილის და სხვათა შესახებ. ქართულად თარგმნა ადამ სმითის „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.

სიღარიბის მიუხედავად, ფილიპე გოგიჩაიშვილმა საწადელს მაინც მიაღწია და 25 წლისა სასწავლებლად გერმანიაში წავიდა. უფროსი მეგობრის, პეტრე უმიკაშვილის დახმარებით, ხელს დავით სარაჯიშვილი უმართავდა. ლაიფციგის უნივერსიტეტის ეკონომიკური განყოფილება დაამთავრა და ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო შრომისათვის „ხელოსნობა საქართველოში“. სამშობლოში დაბრუნებული 1905-1906 წლებში რედაქტორობდა გაზეთ „ივერიას“, იყო თბილისის საქალაქო სათათბიროს ხელმძღვანელი, სრულად რუსეთის საერობო კავშირის რწმუნებული ამიერკავკასიაში, კახეთის რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარე. დემოკრატიული რესპუბლიკის მრავალპარტიულმა პარლამენტმა ერთხმად აირჩია სახელმწიფო კონტროლიორად.

1918 წელს ივანე ჯავახიშვილმა ფილიპეს დააკისრა ყველაზე რთული საქმე, უნივერსიტეტის დაარსებისა და მისი არსებობისათვის საჭირო მატერიალური სახსრების მოპოვება, რასაც მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთელი ქართველი ხალხის თანადგომით. ამავე დროს კითხულობდა ფინანსების, სტატისტიკისა და ეკონომიური აზრის ისტორიის საუნივერსიტეტო კურსებს. გოგიჩაიშვილის მეცნიერული ნაშრომები ძირითადად საქართველოსა და ამიერკავკასიის სოციალურ-ეკონომიური ცხოვრების საკითხებს ეხება. მშობლიური და უცხო ენების შესანიშნავმა მცოდნემ ქართულად თარგმნა მარქსისა და პოლიტიკური ეკონომიკის სხვა კლასიკოსთა ნაშრომები. სიცოცხლის ბოლომდე უნივერსიტეტი არ მიუტოვებია.

გოგიჩაიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ ფოლკლორისტიკაშიც. 1904 წელს ანდერძით მიიღო პეტრე უმიკაშვილის მიერ შეკრებილი ქართული ფოლკლორის ნიმუშთა უმდიდრესი კოლექცია, რომელიც შემდეგ გამოაქვეყნა. მის უმწიკვლო რეპუტაციაზე ისიც მეტყველებს, რომ ანდერძის ერთ-ერთ აღმსრულებლად ილია ჭავჭავაძემ და იაკობ გოგებაშვილმა ფილიპე გოგიჩაიშვილი დატოვეს.

სიცოცხლის ბოლო წლებში მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტში.

ბიბლიოგრაფია

  • წერილები, მოგონებები (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა და სტ., 1993. - 216გვ. - ISBN 5-511-00559-2
  • ხელოსნობა საქართველოში განსაკუთრებით წარმოების პრიმიტიული ფორმების გათვალისწინებით (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1976. - 215გვ.

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Filipe Gogichaishvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Filipe Gogichaishvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes