peoplepill id: fati-khundadze
FK
Russia Georgia
1 views today
1 views this week
Fati Khundadze
Georgian Psychologist

Fati Khundadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian Psychologist
A.K.A.
Pati Khundadze
Gender
Female
Birth
Place of birth
Kutaisi, Georgia
Death
Place of death
Tbilisi, Georgia
Age
83 years
The details (from wikipedia)

Biography

ფატი სილოვანის ასული ხუნდაძე (დ. 1895, ქუთაისი ― გ. 1978, თბილისი) — ქართველი ფსიქოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბავშვთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი ქალი ამიერკავკასიაში, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი, გამოჩენილი პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის სილოვან ხუნდაძის (1860-1928) შვილი.

ბიოგრაფია

ფატი ხუნდაძე დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ქართული გიმნაზია (1915). 1915-1918 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1918 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. იმავე წელს, სხვა ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად სწავლის გასაგრძელებლად გაიგზავნა გერმანიაში, სადაც 1924 წელს წარმატებით დაასრულა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. მომდევნო წელს მას მიენიჭა აღნიშნული უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიის დარგში. 1926 წლის დამდეგს ფატი ხუნდაძე და მისი მეუღლე — შემდგომში ცნობილი მკვლევარი-ეკონომისტი და პედაგოგი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის დოქტორი ნესტორ გაბილაია(1895-1985) სამშობლოში დაბრუნდნენ.

ფატი ხუნდაძე მრავალი წლის მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, თსუ-ში და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელიც დღეს აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის სახელს ატარებს. დიმიტრი უზნაძესთან ერთად ფატი ხუნდაძე იყო ბავშვთა ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი. კერძოდ, მის შრომებში განხილულია ბავშვებში აზროვნების განვითარების და გენეტიკურ ჭრილში ესთეტიკური აღქმის საკითხები. 1935 წელს მას მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იყო არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო გამოკვლევის (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფიის) ავტორი. მისი შრომები გამოქვეყნებულია როგორც ქართულ და რუსულ, ისე გერმანულ სამეცნიერო პერიოდულ გამოცემებში. ფატი ხუნდაძის მონოგრაფიული გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: „სასკოლო ასაკის ბავშვთა შემეცნებითი ინტერესები მათი შეკითხვების საფუძველზე“ (თბილისი, 1936), „დიდაქტიკური სათამაშოები საბავშვო ბაღში“ (თბილისი, 1941), „საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა“ (თბილისი, 1942) და სხვა.

ფატი ხუნდაძე გარდაიცვალა 83 წლის ასაკში, დაკრძალულია თბილისის მუხათგვერდის სასაფლაოზე.

ბიბლიოგრაფია

  • სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სწავლების ფსიქოლოგიური საფუძვლების საკითხისათვის — თბილისი, მეცნიერება, 1966 — 198 გვ.
  • ბავშვთა შრომითი მოქმედების ფსიქოლოგიური საფუძვლები — თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1962 - 137 გვ.
  • საბავშვო ბაღში მხატვრულ სურათზე მუშაობის მეთოდიკა — თბილისი, 1942 - 70 გვ.
  • დიდაქტიკური სათამაშოები საბავშვო ბაღში — თბილისი, 1941 — 28 გვ.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Fati Khundadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Fati Khundadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes