Eva Gotsiridze
Quick Facts
Biography
ევა გოცირიძე (დ. 7 ივლისი, 1963 , თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 და 1997-2000 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 2018 წლის 12 იანვრიდან, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი.
ბიოგრაფია
ევა გოცირიძე დაიბადა 1963 წლის 7 ივლისს, თბილისში. 1987 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვულის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით; იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალიზაცია: კონსტიტუციური სამართალი (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი); სადისერტაციო შრომა „იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (კონსტიტუციური დილემები) (1998); საერთაშორისო სამართლის დოქტორი ("Magna Cum Laude"), სპეციალიზაცია: საერთაშორისო სამართალი; სადისერტაციო შრომა: „გამოხატვის თავისუფლება ღირებულებათა კონფლიქტში (სტრასბურგის სასამართლოს იურისპრუდენციის მიხედვით") (2006);
ევა გოცირიძე 1997-2000 და 2013-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კონტრაქტორი სასამართლოს იურისპრუდენციის დამუშავებისა და თარგმნის საკითხებზე (HRTF translations project), (2007-2013); დამცველი ადვოკატი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრების საკითხებზე (2009-2013), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი (2010-2013); საქართველოს უზენაესი სასამართლო: (მრჩეველი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამართალში (2005-2006), ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორი (2000-2005); სასამართლო პრაქტიკის განზოგადების განყოფილების უფროსი (1996-1997); უფროსი კონსულტანტი (1992-1996); საქართველოს სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისო საკოორდანიციო საბჭოს წევრი (2013 წლიდან დღემდე); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის წევრი (1994-1997); ჟურნალ „მართლმსაჯულების მაცნეს" სარედაქციო კოლეგიის წევრი (1995-1999);
რესურსები ინტერნეტში
- ევა გოცირიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
სქოლიო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები | ||
---|---|---|
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები | ||
| ||
|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები | ||
---|---|---|
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრები | ||
ყოფილი თავმჯდომარეები |
| |
ყოფილი მდივნები |
| |
ყოფილი წევრები | ||
ყოფილი თავმჯდომარეები |
| |
ყოფილი მდივნები |
| |
ყოფილი წევრები |