Elene Qipiani
Quick Facts
Biography
ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი, ყიფიანი-ლორთქიფანიძისა, (დ. 9 მაისი, 1855, ქვიშხეთი — გ. 1890) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი; ცნობილი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი.
ბიოგრაფია
ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი 1855 წლის 9 მაისს სოფელ ქვიშხეთში დაიბადა. დიმიტრი ყიფიანისა და ნინო ჭილაშვილის ქალიშვილი. ქართველი მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ანტონ ლორთქიფანიძის მეუღლე.
ელენე ყიფიანი იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი შესანიშნავი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძიენებას. მას აკაკი წერეთელთან ერთად უთამაშია გედევანიშვილის ,,მსხვერპლში". მან სხვა თანამოაზრე ქალბატონებთან ერთად დაიწყო სხვადასხვა ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა სახელწოდებით ,,თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა". ელენე ყიფიანისა და მისი მეუღლის ანტონ ლორთქიფანიძის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მათ ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნადი ფონდით.
ელენე ყიფიანი 1890 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რესურსები ინტერნეტში
- ელენე ყიფიანი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
დიმიტრი ყიფიანი | ||
---|---|---|
დიმიტრი ყიფიანი | ||
ოჯახი | ყიფიანები · ნინო ჭილაშვილი (მეუღლე) · ნიკოლოზ ყიფიანი (შვილი) · კონსტანტინე ყიფიანი (შვილი) · ელენე ყიფიანი (შვილი) · ანტონ ლორთქიფანიძე (სიძე) · ნინო ტატიშვილი (რძალი) · ნინო ყიფიანი (შვილიშვილი) · ბარბარე ყიფიანი (შვილიშვილი) · ელისაბედ ყიფიანი (შვილიშვილი) | |
შთამომავლები | გურამ პატარაია · გივი მიქაძე · თამარ მიქაძე | |
ორგანიზაციები | თბილისის თვითმმართველობა · ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება · სათავადაზნაურო ბანკი · ტფილისის გუბერნიის თავადაზნაურობა · ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურობა | |
ქუჩები | დიმიტრი ყიფიანის ქუჩა (თბილისი) · დიმიტრი ყიფიანის ქუჩა (ხაშური) · დიმიტრი ყიფიანის ქუჩა (ქვიშხეთი) | |
საგანმანათლებლო | დიმიტრი ყიფიანის სკოლა-პანსიონი (ხაშური) · დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა ქვიშხეთში · დიმიტრი ყიფიანის სახელობის მრავალპროფილიანი სკოლა-კოლეჯი (თბილისი) | |
მუზეუმები | ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი | |
ჯილდოები | დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია | |
ეკლესიები | ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია (ქვიშხეთი) · წმიდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ტაძარი (თბილისი) | |
ბიოგრაფები | თამაზ ჯოლოგუა · გურამ ყორანაშვილი | |

ბიოგრაფები | თამაზ ჯოლოგუა · გურამ ყორანაშვილი |