Eldar Nadiradze
Quick Facts
Biography
ელდარ ნადირაძე (დ. 15 სექტემბერი, 1949, ჭორვილა, საჩხერის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ეთნოლოგი და მეცნიერი. სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის მკვლევარი. 1999-2003 წლების მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
ელდარ ნადირაძე დაიბადა 1949 წლის 15 სექტემბერს, საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1974 წელს დაიწყო მუშაობა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. მონაწილეობა აქვს მიღებული მართლმადიდებლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციათა მუშაობაში (პატმოსი, ბუქარესტი, ტალინი, რიგა). არის სამეცნიერო კრებულის „ეთნოლოგიური ძიებანის“დამაარსებელი. მისი ხელმძღვანელობითა და რედაქციით მომზადდა აკადემიური ნაშრომი „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1987 წელს, ხოლო სადოქტორო დისერტაცია 1998 წელს.
1995 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი. არის ილია ჭავჭავაძის ფონდის „საგურამოს“ პრემიის ლაურეატი.
ბიბლიოგრაფია
- აზერბაიჯანული ხალიჩები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, თბ., 2014,ISBN 978-9941-0-6735-8
- ქართული და ძველაღმოსავლური სამყარო გიორგი ჩიტაიას შემოქმედებაში, თბ., 2012, ISBN 978-9941-0-4178-5
- ქართული ლუდი, თბ., მერიდიანი, 2010, ISBN 978-9941-10-271-4
- მსოფლიოს რელიგიები, თბ., მერიდიანი, 2008, ISBN 978-9941-10-021-5
- საქართველოს მემორიალური კულტურა, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001
- უდაბნო საღვთოთ შემოკრებულთა : ქართული ბერ-მონაზვნობის ისტორიიდან, თბ.,2001, ISBN 99928-0-292-8
- ხალხური ქვითხუროობა იმერეთში, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2001, ISBN 99928-33-65-3
- მემორიალურ ძეგლთა სიმბოლიკა, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1998
- საქართველოს ზოომორფული ძეგლები, თბ., თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1996, ISBN 5-511-00674-2
რესურსები ინტერნეტში
- ელდარ ნადირაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ელდარ ნადირაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი