Eka Sharashidze
Quick Facts
Biography
ეკატერინე შარაშიძე (დ. 1 თებერვალი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი 2008-2009 წლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2008 წლის 2 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე.
ბიოგრაფია
ეკატერინე შარაშიძე დაიბადა 1974 წლის 1 თებერვალს, ქალაქ თბილისში. სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ეკატერინე გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მომდევნო 15 წელი დაჰყო. მან ფრიადზე დაამთავრა ბაკალავრიატი სენტ ჯოზეფის, ასევე პენსილვანიის უნივერსიტეტში (1991–1995). დაიცვა ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკაში, ინგლისურ ენასა და ხელოვნების ისტორიაში; შემდეგ - მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო მართვაში ჰარვარდის უნივერსიტეტის მმართველობის კენედის სკოლაში (1997–1999) და ასევე მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ემ-აი-თის სლოუნის მენეჯმენტის სკოლაში (1999–2001). 2006 წლის ნოემბერში ეკატერინე შარაშიძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. აღნიშნულ დანიშვნამდე იგი იყო საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური მრჩეველი ეკონომიკური განვითარებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სფეროში.
რესურსები ინტერნეტში
- ეკატერინე შარაშიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი