Dzjemal Davidovitsj Tsertsvadze
Quick Facts
Biography
ჯემალ ცერცვაძე(დ. 7 მაისი, 1939, საქართველოს სსრ, სსრკ; — გ. 28 იანვარი, 2019) — ქართველი ხელბურთელი თამაშობდათბილისის ბურევესტნიკსა (1958–1975) და სსრკ ნაკრებში (1959–1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962–1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი. ზედიზედ ათჯერ მოიპოვა სსრკ ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირის სახელი (1962–1971), მსოფლიო ფესტივალის ჩემპიონი (1968), მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში (1964, 1967, 1970), აქედან ორში (1964, 1967) ჩემპიონატის ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ იყო შეყვანილი მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. სსრკ ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა 78 მატჩი, გაიტანა 276 გოლი.
ფენომენალური ტექნიკის, თავბრუდამხვევი ფინტებისა და მეტოქეთათვის ამოუცნობი ტყორცნების გამო შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე (1967) „ხელბურთის პელედ“ მონათლეს. ყოფილ სსრკსივრცეში პირველმა დააარსა ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა (1980), რომელიც მის სახელს ატარებს.
გარდაიცვალა 2019 წლის 28 იანვარს, 79 წლის ასაკში.