Dimitri Tskitishvili
Quick Facts
Biography
დიმიტრი ცქიტიშვილი (24 ივლისი, 1975) - ქართველი პოლიტიკოსი, ეკონომისტი და დიპლომატი. პოლიტიკური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი. 2016-2019 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბიოგრაფია
დაიბადა თბილისში, 1975 წელს, მარიამ გიორგაძისა და (ექიმი ბიოლოგი) დავით ცქიტიშვილის (საჯარო ჯანდაცვის სპეციალისტი) ოჯახში. დაამთავრა თბილისის 1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლა. 1992-1998 წლებში სწავლობდა ეკონომიკურ ურთიერთობათა თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. 2011-2013 წლებში კი ვაიომინგის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც გახდა საერთაშორისო მეცნიერებათა მაგისტრი. მისი სამაგისტრო კვლევის თემა იყო "საქართველოსა და ლიეტვუის მიმართ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის პოლიტიკის შედარებითი ანალიზი."
პროფესიული საქიანობის პირველი წლები
1998 წელს ცქიტიშვილი გაწევრიანდა ორგანიზაცია "ახალგაზრდა სოციალისტებში", სადაც მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ახალგაზრდულ სოციალისტურ მოძრაობებთან ურთიერთობების დამყარება და თანამშრომლობა წარმოადგენდა. 1999 წელს ის ორგანიზაციის სართაშორისო მდივანი გახდა, 2002 წელს კი თავმჯდომარე. "ახალგაზრდა სოციალისტები" მუშაობდნენ ქვეყანაში სოციალური საკითხების ადვოკატირებზე, ახალგაზრდებში იდეების განვითარების ხელშეწყობაზე და პოლიტიკური შეხედულებების ჩამოყალიბებაზე. თანამშრომლობდნენ საერთაშორისო სოციალისტურ მოძრაობებთან და ორგანიზაციებთან, მათ შორის "ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანებასთან" (International Union of Socialist Youth) https://www.iusy.org/ და "ახალგაზრდა ევროპელ სოციალისტებთან" (Young European Socialist). https://youngsocialists.eu/. 2008 წელს ცქიტიშვილი "ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების" ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ის პირველი იყო პოსტ-საბჭოთა სივრციდან, ვინც ამ ორგანზიაციის ვიცე პრეზიდენტი გახდა.
"ახალგაზრდა სოციალისტების" პარალელურად ცქიტიშვილი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც იყო ჩართული.1998- 2004 წლებში ის იყო დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის განყოფილების მრჩეველი. 2005-2006 წლებში კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტის მეორე მდივანი. 2012 წელს ცქიტიშვილი ვაშინგტონში, კვლევით ცენტრ ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორის ასისტენტად მუშაობდა.
პოლიტიკური კარიერა
2013 წელს დიმიტრი ცქიტიშვილი "ქართულ ოცნებას" შეურთდა და პარტიის პოლიტიკური მრჩეველი გახდა. მისი ძირითადი მიმართულება მმართველი პარტიის ევროპის სოციალისტურ პარტიასთან დაახლოება და ურთიერთობების გაღრმავება იყო. ცქიტიშვილის უშუალო ჩართულობით და აქტიურობით 2015 წელს "ქართულ ოცნება" ევროპის სოციალისტური პარტიის წევრი გახდა.
პარლამენტი
2016 წელს დიმიტრი ცქიტიშვილი საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს" სიით საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2016 წლიდან 2019 წლამდე ის პარლამენტში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, იყო ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი. ცქიტიშვილი კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ინტენსიურად მუშაობდა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესზე, რაც მოიცავდა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის იმპლემენტაციის ხელშეწყობას, ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოლაპარაკებების წარმოებას და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ევროპელ პოლიტიკურ აქტორებთან.
2019 წელს დიმიტრი ცქიტიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. მისი პროტესტი უკავშირდებოდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკუთარი ინიციტივით წამოწყებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩაგდებას. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობდა ქვეყნის საარჩევნო სისტემის შერეულიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადაყვანად. დარჩენილი ერთი წელი ცქიტიშვილი პარლამენტიში საქმიანობდა დამოუკიდებელი, უპარტიო დეპუტატის სტატუსით.
გენდერული საბჭო
დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტის წევრობის პეიროდში იყო გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, სადაც თამარ ჩუგოშვილთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად მუშაობდა ქალთა უფლებების დაცვისა და გაძლიერების თემაზე, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობაზე და გენდერეული ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებულ ინიციატივებზე. 2018-2019 წლებში მისი უშუალო თანაავტორობით და ჩართულობით მომზადდა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონი. ცქიტიშვილს არაერთხელ უსაუბრია საპატრლამენტო ტრიბუნიდან ქალთა ულფლებების თემაზე, მათ შორის ქალთა შრომითი უფლებების მიმართულებით.
შრომის კოდექსი
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც დიმიტრი ცქიტიშვილის სახელს უკავშირდება, საქართველოში შრომის კოდექსის ცვლილებაა. ის რეფორმის ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი იყო და უშუალოდ იყო ჩართული პროცესში. შრომის კანონმდებლობის რეფორმა ხანგრძლივი და მრავალ ეტაპიანი პროცესი იყო. რეფორმის მომზდების, განხილვებისა და საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესი თითქმის სრული 4 წელი მიმდინარეობდა და მხოლოდ 2020 წლის სექტემბერში დასრულდა, მე-9 მოწვევის პარლამენტის ბოლო სასესიო დღეს, როცა ცქიტიშვილი პარლამენტში უკვე დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით მუშაობდა.
2005-2006 წლებში ქვეყანაში მიმდინარე ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების ფარგლებში შრომითი კანონმდებლობის სრული ლიბერალიზაცია მოხდა. ინვესტიციების მოზიდვისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მოტივით სრულად გაუქმდა შრომის ინსპეცია. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო. 2006-დან 2013 წლამდე ქვეყანაში უმუშევრობა 12%-იდან 15%-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაუარესდა შრომითი უფლებების დაცვის სტანდარტები და შრომითი უსაფრთხოების ნორმებიც.
2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგიდან გამომდინარე, აქტუალური გახდა შრომის ინსპექციის შექმნის საკითხი. 2015 წლის მარტში შეიქმნა ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, რომელსაც შეზღუდული მანდატი ჰქონდა. თუმცა, ინსპექტირება არ ატარებდა სავალდებულო ხასიათს და არ მოიცავდა სანქციების მექანიზმს. 2018-2019 წლებში მიღებულ იქნა შრომის უსაფრთხოების კანონი, რომელიც 2019 წლის 19 თებერვალს ორგანულ კანონად იქცა. ამავე წელს ცქიტიშვილის ინიციატივით დაიწყო შრომის სამართლის ფართმასშტაბიანი რეფორმა.
2020 წელს წელს მიღებული განახლებული შრომის კოდექსის მიხედვით მკვეთრად გაიზარდა შრომის ინსპექციის მანდატი. მას დაემატა ასევე შრომის უფლებების მონიტორინგიც. რეფორმამ უკვე ეკონომიკის ყველა დარგი მოიცვა და შრომის ინსპექციასაც სრული მანდატი მიანიჭა. ინსპექტორს უფლება მიეცა, წინასწარი შეტყობინების გარეშე შესულიყო ნებისმიერ სამუშაო სივრცეში და გაერფრთხილებინა, დაეჯარიებინა ან სამუშაო პროცესი შეაჩერებინა კომპანიისთვის. ინსპექციას შრომის უფლებების მონიტორინგის მანდატიც მიენიჭა. მას უკვე შეეძლოა დაედგინა, რამდენად დაცულია დასაქმებული კანონით გასნზაღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, ზეგანაკვეთური ანაზღაურების გაცემა, აქვს თუ არა ადგილი დისკრიმინაციას, ან სხვა ტიპის არასათანადო მოპყრობას სამუშაო ადგილზე.
გახარია საქართველოსთვის
2024 წლის სექტემბერში დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდა პოლიტიკურ პარტიას "გახარია საქართველოსთვის".
პროგრესული ფორუმი
2020 წლიდან 2024 წლის სექტემბრამდე ცქიტიშვილი იკავებდა არასამათავრობო-კვლევითი ორგანიზაცია „პროგრსული ფორუმის“ პრეზიდენტის პოზიციას. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება მოიცავს სახელმწიფო ინსტიტუციებისთვის შრომის რეფორმის შედეგად მიღებული ცვლილებების აღსრულებაში დამხარებას და შრომის პოლიტიკის თემაზე საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას. 2022 წელს "პროგრესულმა ფორუმმა" სხვა არასამთავრობო ორგანზიაციებთან, სახელმწიფო უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავა კვლევითი დოკუმენტი „ღირსეული შრომის დღის წესრიგი" https://library.fes.de/pdf-files/bueros/georgien/19911.pdf, რომელიც საქართველოში შრომის კანონმდებლობის რეფორმირების შემდგომი პირველი ყოვლისმომცველი კვლევაა. მასში გაანალიზებულია საქართველოში შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების დაცვის სფეროში არსებული გამოწვევები და ხარვეზები.
პოლიტიკური პოზიციები
საგარეო პოლიტიკა
ცქიტიშვილი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტეგრაციას და კრიტიკულია პრორუსული პოლიტიკის მიმართ.
სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა
არის ძლიერი სახელმწიფოს და უნივერსალიზმის მომხრე. ეკონომიკაში მხარს უჭერს რეგულაციებს და სახელმწიფოს აქტიურ ჩარევას. ემხრობა კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეას.
თანასწორობის პოლიტიკა
მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის იდეას; სექსუალური, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ადვოკატირებას.
რესურსები ინტერნეტში
- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დიმიტრი ცქიტიშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)