peoplepill id: davit-katsitadze
DK
Russia Georgia
1 views today
1 views this week
Davit Katsitadze
Georgian historian, orientalist and iranologist

Davit Katsitadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian historian, orientalist and iranologist
Gender
Male
Place of birth
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
Place of death
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia Governorate, Georgia
Age
80 years
Family
Spouse:
Elene Tsagareishvili
Education
Tbilisi State University
Tbilisi, Tiflis Uyezd, Georgia
Awards
Order of Honour
(2003)
Ivane Javakhishvili Medal
 
The details (from wikipedia)

Biography

დავით (დევი) კაციტაძე (დ. 8 ნოემბერი, 1928, თბილისი — გ. 30 მაისი, 2009, თბილისი) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიკოსი, ირანისტი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. დავით კაციტაძემ თავისი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ კი ირანისტიკის განვითარებაში. იგი არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის: სტატია, მონოგრაფია, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ირანის ისტორიაში, სპარსული საისტორიო ტექსტების ქრესტომათია (ჯემშიდ გიუნაშვილთან თანაავტორობით ) ავტორი.

დავით ( დევი ) კაციტაძე დაიბადა 1928 წლის 8 ნოემბერს ვარლამ კაციტაძისა და მარიამ სირაძის ოჯახში. საშუალო განათლება თბილისის მე-18 (ამჟამინდელი 53-ე საჯარო სკოლა) საშუალო სკოლაში მიიღო. დავით კაციტაძე კლასში და ზოგადად, სკოლაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. იგი თანაბარი ინტერესითა და მონდო მებით სწავლობდა ყველა საგანს, თუმცა განსაკუთრებულ სიყვარულსა და ინტერესს ისტორიის მიმართ იჩენდა. 1947 წელს დავით კაციტაძემ ვერცხლის მედალზე დაამთავრა საშუალო სკოლა.

გიორგი ახვლედიანის რჩევით სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე განაგრძო სპარსული ენისა და ლიტერატურის განხრით . 1948-1950 წლებში დევი კაციტაძე მძიმე ავადმყოფობის გამო იძულებული იყო დროებით ჩამოშორებოდა სასწავლო პროცესს. 1950 წლის სექტემბრიდან კი მან სწავლა ირანის ისტორიის სპეციალობით გააგრძელა. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მისი მასწავლებლები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები და პედაგოგები: ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ახვლედიანი, იუსტინე აბულაძე, ვარლამ თოფურია, ლეონ მელიქსეთ - ბეგი, ვალერიან გაბაშვილი და სხვ. უნივერსიტეტში კაციტაძის თანაკურსელები იყვნენ შემდეგში ცნობილი მეცნიერები: თეო ჩხეიძე, მარიამ ნედასპასოვა, თამაზ გამყრელიძე, ალექსანდრე გვახარია, გრიგოლ გიორგაძე და სხვები.

დავით კაციტაძე აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას ეწეოდა, იგი სწავლასთან ერთად სამეცნიერო კვლევებსაც აწარმოებდა, მონაწილეობდა არაერთ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. 1953-1955 წლებში დავით კაციტაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა და ხშირი ურთიერთობა ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს ნიკო კეცხოველთან , რომელმაც მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი შეასრულა.

1955 წელს უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, დავით კაციტაძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩაირიცხა. ასპირანტურაში მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო გამოჩენილი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, ვალერიან გაბაშვილი.

ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო დახასიათებაში ვალერიან გაბაშვილი კაციტაძეს ახასიათებდა, როგორც ბეჯით და წიგნიერ სტუდენტს. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებზე წაკითხული მოხსენებები ყურადღებას იქცევდა საგნისა და საკითხის კარგი ცოდნით, მსჯელობისა და წერის კულტურით, წყაროების (მათ შორის — სპარსულის) ფართოდ გამოყენებით. დარწმუნებული ვარ, რომ მას ყველა საჭირო მონაცემები მოეპოვება იმისათვის, რათა წარმატებით განაგრძოს მუშაობა ასპირანტურაში“, აღნიშნავდა ვალერიან გაბაშვილი. 1955 - 1959 წლებში, ასპირანტურაში სწავლის პერიოდში, კაციტაძე რამდენჯერმე იყო მივლენილი მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ცნობილი აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსების ლექციების მოსასმენად, სპარსული წყაროების შესასწავლად და უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის გასაცნობად. იმ პერიოდში მან შემდეგი სახის სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოები შეასრულა: „ფეოდალური ხანის ქართული ისტორიოგრაფია“, „სათათრო გამოსაღები გვიანფეოდალურ საქართველოში“, დაწერა რეცენზია მ. ივანოვის წიგნზე „რუს. Oчерк истории Ирана“.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ , 1959-1961 წლებში, დავით კაციტაძე ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1961 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე – „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელების სპარსული წყაროები, რომელმაც ოპონენტებისა და სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

1962 წლიდან დავით კაციტაძე, ვალერიან გაბაშვილის მოთხოვნით, დოცენტის პოზიციაზე მუშაობას იწყებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრაზე. აქედან იწყება მისი პედაგოგიური მოღვაწეობა. ამასთან, დევი კაციტაძემ გააგრძელა აქტიური სამეცნიერო საქმიანობა. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე — „საქართველო XIV - XV საუკუნეთა მიჯნაზე (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროების მიხედვით)“ . ნაშრომმა ოპონენტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

პროფესორი კ. გრიგოლია აღნიშნავდა: „ეს ნაშრომი პირველწყაროების (სპარსული და სპარსულენოვანი წყაროები) მაქსიმალური გამოყენებითაა დაწერილი. აღნიშნული წყაროების ღრმა მეცნიერული შესწავლისა და მათი ცნობების ისტორიულ-ფილოლოგიური ანალიზის მომარჯვებით ამ ნაშრომში წარმოდგენილია თემურლენგის საქართველოში შემოსევისა და მათთან დაკავშირებული მოვლენების სარწმუნო და სავსებით დამაჯერებელი სურათი. ეს ნაშრომი უთუოდ წინგადადგმული ნაბიჯია XIV - XV საუკუნეთა საქართველოს ისტორიის მეცნიერული შესწავლის საქმეში და თანაც ძვირფასი შენაძენი ამ მხრივ არსებული სპეციალური ლიტერატურისათვის“. ნაშრომი თემურლენგის ლაშქრობები საქართველოშითა შესწავლის საქმეში საეტაპო მნიშვნელობის კვლევას წარმოადგენს.

1973 წლიდან 2004 წლამდე პროფესორი დავით კაციტაძე აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე იყო, პროფესორ დავით კაციტაძის სამეცნიერო ინტერესების სფეროს წარმოადგენდა: საქართველოს, ახლო აღმოსავლეთისა და ირანის შუა საუკუნეების ისტორია, ირან – საქართველოს სავაჭრო - ეკონომიკური , პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები, ირანში მოღვაწე ქართველების როლი ირანის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

დავით კაციტაძემ ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნე მეცნიერო მემკვიდრეობა დატოვა. მას 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: სტატია, მონოგრაფია, საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო ირანის ისტორიაში, სპარსული საისტორიო ტექსტების ქრესტომათია (ჯემშიდ გიუნაშვილთან თანაავტორობით) უკუთვნის. დავით კაციტაძემ შესანიშნავი ნაშრომი უძღვნა თავისი მასწავლებლის , ქართველ აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოსთა მთელი თაობის აღმზრდელის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის პირველი გამგის ვალერიან გაბაშვილის ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვანეობას. მრავალი წლის მანძილზე დავით კაციტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიისა და ენციკლოპედია „საქართველლოს“ მუშაობაში.

იყო არაერთი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი. პროფესორი დავით კაციტაძე ხასიათდებოდა თავისი სტუდენტებისა და ასპირანტების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მას, ყოფილიყო მომთხოვნი და საკითხისადმი სკურპულოზური, როცა საქმე სტუდენტთა ნაშრომებს ეხებოდა. დავით კაციტაძის ხელმძღვანელობით შესრულდა ხუთი საკანდიდატო დისერტაცია, მრავალი სადიპლომო და სამაგისტრო ნაშრომი, იგი იყო მრავალი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციის ოპონენტი, დავით კაციტაძის ხელმძღვანელობითა და რედაქტორობით შედგენილი და გამოცემულია სასწავლო პროგრამები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიაში, ისტორიოგრაფიასა და წყაროთმცოდნეობაში, იგი არის არაერთი სამეცნიერო წიგნის რედაქტორი.

მრავალი წლის მანძილზე (1990 წლიდან) პროფესორი დავით კაციტაძე, როგორც თავმჯდომარე, წარმატებით ხელმძღვანელობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მსოფლიო ისტორიის სექციას.

დავით კაციტაძის მეუღლე იყო ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი, არმენოლოგი და წყაროთმცოდნე ელენე ცაგარეიშვილი.

2003 წელს, დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დავით კაციტაძე დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით (მეორედ).

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Davit Katsitadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Davit Katsitadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes