Davit Chelidze
Quick Facts
Biography
დავით ჭელიძე (დ. 4 ოქტომბერი, 1950, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ჟურნალისტი, მთარგმნელი და პედაგოგი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი (2015).
ბიოგრაფია
1974 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსიტუტი ინლისური ენის პედაგოგის სპეციალობით. იმავე წლის აგვისტოში მუშაობა დაიწყო საქართველოს რადიოს სპორტულ გადაცემათა რედაქციაში კორესპონდენტად.
1975-1980 წლებში მუშაობდა გაზეთებში „ლელო“ (მოსწავლე ახალგაზრდობის განყოფილების გამგედ) და „ახალგაზრდა კომუნისტი“ (სპორტის განყოფილების კორესპონდენტად).
1980-1985 წლებში სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ტელევიზიაში, ახალგაზრდული პროგრამების რედაქციაში, განყოფილების გამგედ.
1985-1990 წლებში დაბრუნდა „ლელოში“, იყო მისი საჭადრაკო დამატება „მერანის“ განყოფილების გამგე, შემდეგ კი რედაქტორი. პარალელურად თანამშრომლობდა „ლელოში“.
იყო გაზეთ „ერის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაზეთ „კაბადონი-8“-ის სპორტის განყოფილების გამგე, „დილის გაზეთისა“ და „ქართული კულტურის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე, გაზეთ „ოლიმპის“ ქართული სპორტის განყოფილების გამგე.
2002 წელს დაჯილდოვდა ნოდარ გუგუშვილის სახელობის პრემიით, 2007 წელს „სახალხო ბანკმა“ (დღევანდელი „ლიბერთი ბანკი“) თავისი პრემიით დააჯილდოვა, ხოლო 2015 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება.
ნაშრომები
ავტორია 13 წიგნისა: „სპორტული ნარკვევები“ (1981). გაზეთი „წიგნის სამყაროში“, 1981 წელი, 9/12, პუბლიცისტური კრებულის ორი წიგნი – „ცხოვრების ხიბლი ცხოვრებაშია“ (2002) და „მთავარი როლები და შემსრულებლები“ (2015), „კანდელი ზურაბ საკანდელიძისა“ (2005), „მართალი კაცი“ (2006; მეორე გამოცემა – 2012), „მეშვიდე სიმაღლე“ (2008), „კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა“ (2014). ოლიმპიური ჩემპიონების სერიით: „ზურაბ საკანდელიძე“, „მიხეილ ქორქია“, „რაფაელ ჩიმიშკიანი“, ხოლო 2017 წლის მარტში დაისტამბა დავით ჭელიძის მე-11 წიგნი: „ნატო კვანტალიანი — სუფთა ხელებით ბიზნესში“, 2019 წლის ბოლოს გამოვიდა მისი კიდევ ორი წიგნი: „ბრძოლა ჯანმრთელობისთვის“, რომელიც ეხება ჯემალ კელიხაშვილის ვარჯიშებით გადარჩენილ სიცოცხლეს და მეორე წიგნი „სამ კონტინენტზე დატოვებული ნაკვალევი" (ლიტერატურული ჩანაწერი).
ნათარგმნი აქვს: ვიქტორ ვასილიევის „მოზღვავებული სიკეთე“ (მეორე გამოცემა – 1989), ევგენი ჩენის „მეოთხე სიმაღლე“ (1987), ბორის ჟიტკოვის „რაც თავს გადამხდენია“ (1988), ვალერი ალთაბაევის „თუ გინდა იყო თავის უფალი“ (2007).
რედაქტორია წიგნებისა: ჯემალ აბაიშვილის „მეკარის ოსტატობა“ (1986), ჯამლეტ ხუხაშვილი – 60 (2004), ვალერი ალთაბაევის „თუ გინდა იყო თავის უფალი“ (2005), გურამ საღარაძის „მემკვიდრეობა“ (წიგნი II, 2009), გურამ საღარაძის „მემკვიდრეობა“ (წიგნი I-II, 2010), ჯამლეტ ხუხაშვილი – 70 (2014), ვახტანგ ჭელიძის ცხრატომეული (2008-2015), ერნესტ ჰემინგუეის „განუყრელი დღესასწაული“ (2014), ჯეკ ლონდონის „მარტინ იდენი“ (2015).
რეუსრსები ინტერნეტში
- დავით ჭელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი