peoplepill id: david-doiashvili
DD
1 views today
19 views this week
David Doiashvili

David Doiashvili

The basics

Quick Facts

The details (from wikipedia)

Biography

დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი („დოი“) (დ. 7 ოქტომბერი, 1971, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია

დავით თეიმურაზის ძე დოიაშვილი დაიბადათბილისში 1971 წლის 7 ოქტომბერს. მშობლები: დედა – მიმოზა სოსელია, მამა – თეიმურაზ დოიაშვილი, კრიტიკოსი. მისი და – მანანა დოიაშვილი არის დრამატურგი.

1994 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის შემოქმედებითი სახელოსნო). სწავლის პერიოდში წარმატებას მიაღწია საკურსო და სადიპლომო ნამუშევრებით.

ინსტიტუტის დამთავრებისთანავე კინო-მსახიობთა თეატრში დადგა რიუნოსკე აკუტაგავას ,,ცხოვრება იდიოტისა” (1994).

1995 წელს დ. დოიაშვილი მიიწვიეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში, იყო ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი 1998-2000 წლებში.

წარმატებული საგასტროლო გასვლების შედეგად დოიაშვილი მიიწვიეს ინგლისში, ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში, მერე კი სანქტ–პეტერბურგის მარინის თეატრში.

1994-1997 წლებში დავით დოიაშვილი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობასაც თეატრალურ ინსტიტუტში.

რეჟისორი ყოველთვის ეხმაურება საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ თემებს, მაგალითად, დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა” – ეს სპექტაკლი დაიდგა თავისუფალ თეატრში 2001 წელს და დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

2004 წელს დავით დოიაშვილი დაინიშნა ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრისსამხატვრო ხელმძღვანელად.

დადგმული სპექტაკლები

თეატრალური ინსტიტუტში

  • ისააკ ბაბელის ”მარია”(1992)
  • გუსტავ ფლობერის "მადამ ბოვარი”(1993)
  • პ. უესის "მარკიზ დე სადი” (1996)
  • მანანა დოიაშვილის "აი, ხე" (1997)

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინო-მსახიობთა თეატრში:

კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში:

  • უილიამ შექსპირის "მეფე ლირი" (1995),
  • ანტონ ჩეხოვის "სამი და” (1997),
  • ოსკარ უაილდის"სალომეა"(1998),
  • ჟან მარსანი "მაყურებლისთვის ამის ნახვა აკრძალულია", (1999).

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის ახალგაზრდულ თეატრში:

  • ჟან ანუის"მედეა" (1995).

ბათუმის ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში:

  • ვიქტორ დოლიძის ოპერა “ქეთო და კოტე” (2005).

ლონდონის West Yorkshire Playhouse თეატრში:

  • არტურ მილერის "სეილემის პროცესი” (1996)

სანქტ-პეტერბურგის მარინის თეატრში:

  • გაეტანო დონიცეტის"ლუჩია დე ლამერმური” (2000).

თავისუფალ თეატრში:

  • დავით ტურაშვილის "ჯინსების თაობა" (2001)
  • ლუიჯი პირადელოს "ჰენრიხ IV" (2003)

მუსკომედიის თეატრში:

  • "იყო და არა იყო რა ... ანუ საშობაო ზღაპარი"
  • "სახლი საზღვარზე"
  • "მუსიკის ჰანგები"
  • ერისთავი "გაყრა"
  • უილიამ შექსპირი "მაკბეთი", (2010)
  • ედმონდ როსტანი „სირანო დე ბერჟერაკი“ (2011)
  • მაქსიმ გორკი "ფსკერზე" (2014)
  • რიონოსკე აკუტაგავა "ცხოვრება იდიოტისა" (2015)
  • მარტინ მაკდონა "ბალიშის კაცუნა" (2016)

პრემიები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu David Doiashvili

Basics

Introduction

ბიოგრაფია

დადგმული სპექტაკლები

პრემიები და ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

Also Viewed

Lists
David Doiashvili is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
David Doiashvili
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes