Datia Badalashvili
Quick Facts
Biography
დათია ბადალაშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1989, მანგლისი, თეთრიწყაროს რაიონი) — ქართველი მწერალი და ბიბლიოთეკარი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1989 წლის 29 სექტემბერს, მანგლისში. 2018 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი.
მშობლიურ სოფელ დიდ თონეთში დაბრუნებულმა დათია ბადალაშვილმა მიტოვებული ბიბლიოთეკიდან წიგნები მოაგროვა და ქართული საზოგადოების თანადგომით ვაჟა-ფშაველას სახელობის ახალ ბიბლიოთეკა გახსნა, სადაც მუშაობს კიდეც ბიბლიოთეკარად. თავის სოფელშივე აპირებს იმ დანგრეული შენობის აღდგენას, რომელშიც 1886-1888 წლებში მასწავლებლად მუშაბოდა ვაჟა-ფშაველა.
მისი მინიატურები დაიბეჭდა: ჟურნალი „ცისკარში“ (2015, 2017), „ლიტერატურულ გაზეთში“ (2016), „ლიტერატურულ მესხეთში“ (2016, 2017).
არის 2018 წლის პენ-მარათონის ფინალისტი და „წინანდლის პრემიის“ 2019 წლის ლაურეატი.
წიგნები
- ფიჭვები შორს იყო (მინიატურები), - თბილისი, ინტელექტი, 2019
პრემიები
- გაზეთ „ივერიის“ პრემია, 2017
- „წინანდლის პრემია“ ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა (პროზა)“, წიგნისათვის „ფიჭვები შორს იყო“, 2019
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
- დათია ბადალაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი