peoplepill id: bondo-goginava
BG
Georgia Russia
2 views today
3 views this week
Bondo Goginava
Georgian actor

Bondo Goginava

The basics

Quick Facts

Intro
Georgian actor
Gender
Male
Place of birth
Senaki Municipality, Samegrelo-Zemo Svaneti, Georgia
Age
64 years
The details (from wikipedia)

Biography

ბონდო გოგინავა (დ. 3 აპრილი, 1930 — გ. 17 აპრილი, 1994) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980).

ბიოგრაფია

დაიბადა სოფელ ბერთემში, ცხაკაიას რაიონი (სენაკი). 1949 წელს დაამთავრა ცხაკაიას რკინიგზის 26-ე საშუალო სკოლა.

1953-1957 წლებში სწავლობდა თბილისის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში (თეატრალური განყოფილება).

1957 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნუბიელი (ბერნარდ შოუს „იულიუს კეისარი და კლეოპატრა“), ქარიყლაპია (ვალერიან კანდელაკის „მაია წყნეთელი“), ბაბილო (ნოდარ დუმბაძის, გიგა ლორთქიფანიძის „მე ვხედავ მზეს“), იესე (მ. ჯაფარიძის „ბუღარა“), სავლე (აკაკი გეწაძის „წმინდანები ჯოჯოხეთში“), ბონდო მილიციელი (კონსტანტინე გამსახურდიას „მთვარის მოტაცება“), შერმაზან ჩოლოყაშვილი (ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“), სერგო (ი. გარუჩავას და პეტრე ხოტიანოვსკის „შენი მიწა“), ჯო (ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“), ფილე, აქილევსი (ფრიდრიხ დიურენმატის „ავარია“, „რომულუს დიდი“), სერაფიონი (დავით კლდიაშვილის „უბედურება“), ვახუშტი (ალექსანდრე ჩხაიძის „ჩემი ეიფელის კოშკი“), ჰალენი (ჯ. სმიტისა და ნ. დუგლასის „გადაჯაჭულნი“), ბონდო დოლაბერიძე (გ. ჩარკვიანის, რ. ებრალიძის „ფეოლა“) და სხვა.

იგი წარმატებით მოღვაწეობდა კინემატოგრაფიაშიც. მას შესრულებული აქვს როლები: საულია („განძი“), გიორგი („ჯილდო“), გიორგი („წარსულის ფურცლები“), ართილაყვა („პალიასტომი“), ფრონტელი („ჯარისკაცის მამა“), თიყვა ძაძუა („დათა თუთაშხია“), ბონდოია („ნერგები“), მეეტლე („სინემა“) და სხვა. 1963 წლიდან ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მონაწილეობას იღებდა ტელეგადაცემებშიც.

ფილმოგრაფია

  • 1961 — განძი — საულია
  • 1963 — პალიასტომი — ართილაყვა
  • 1964 — ჯარისკაცის მამა — ფრონტელი
  • 1965 — ჯილდო — გიორგი
  • 1966 — მაცი ხვიტია
  • 1967 — ხევსურული ბალადა
  • 1972 — ნერგები — ბონდოია
  • 1973 — ვერის უბნის მელოდიები — პოლიციელი
  • 1975 — მოხეტიალე რაინდები
  • 1976 — გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები)
  • 1977 — სინემა — მეეტლე
  • 1978 — დათა თუთაშხია — თიყვა ძაძუა
  • 1978 — ყვარყვარე
  • 1982 — ლომა, დავიწყებული მეგობარი
  • 1982 — სევდიანი საყვირი
  • 1982 — სიბრძნის კარავი
  • 1982 — კუკარაჩა — გაბო
  • 1984 — სანამ წვიმა გადივლიდეს
  • 1984 — უკვდავების თეთრი ვარდი
  • 1984 — ზოგი ჭირი მარგებელია
  • 1985 — ლალე
  • 1987 — ფესვები
  • 1987 — პლიაჟის ავაზაკი
  • 1988 — დანაშაული მოხდა
  • 1991 — სიბრძნე სიცრუისა — ქილაერბოიანი გლეხი, უფროსი ძმა, ყრუ
  • 1991 — ლოლიტა — გოგი
  • 1992 — ოქროს ობობა — პროფ. აფციაური
  • 1992 — მეხუთე მოქმედება — გოგი
  • 2003 — 6 და 7

ლიტერატურა

  • საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო. თბ., 1990. — გვ. 23.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Bondo Goginava is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Bondo Goginava
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes