Bezhan Javakhia
Quick Facts
Biography
ბეჟან ჯავახია (დ. 2 იანვარი, 1957, სენაკი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი,პროფესორი.
ბიოგრაფია
დაიბადა 1957 წლის 2 იანვარს, სენაკში,. 1973 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1978 წელს; 1979 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს კულტურის სამინისტროში მეთოდისტად, 1982-1986 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში შუა საუკუნეების ისტორიის სპეციალობით, 1986 წელს დაიცვა დისერტაცია მსოფლიო ისტორიის სპეციალობით, 1986 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრმლის, შემდეგ კი – დოცენტის თანამდებობაზე; 1990-1992 წლებში იყო საქართველოს პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, 2006-დან 2013 წლის მარტამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის სრული პროფესორის თანამდებობაზე, ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ისტორიის დეპარტამენტს; 2013 წლის აპრილიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია.
გამოქვეყნებული წიგნები
- გვიანი შუა საუკუნეები და რენესანსის ეპოქა, მასალები სალექციო კურსისათვის, თბ., 2012;
- მარადიული რომი „სხვა რომი“ რომის შემდეგ, თბ., 2009;
- ბიზანტინიზმი და ბიზანტიის მემკვიდრეობის საკითხი, თბ.,2009;
- რაინდობა შუა საუკუნეების ევროპაში, თბ., 2008;
- შუა საუკუნეების ისტორია, VII კლასის სახელმძღვანელო, თბ., 2005;
- შუა საუკუნეების ისტორია, მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნი, VII კლასი, თბ., 2005;
- შუა საუკუნეების ისტორია, სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის (ძველი გერმანელები, მეროვინგების ფრანკთა სამეფო, ეკლესია ადრეულ შუა საუკუნეებში, ეკლესია XI-XV საუკუნეებში; დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეებრივი კულტურა), თბ., 2005;
- ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ (დასავლეთ ევროპა, ბიზანტია, საქართველო), თბ., 2005;
- საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობათა წიგნში, თბ., 2005;