Benedicte Balavadze
Quick Facts
Biography
ბენედიქტე კონსტანტინეს ძე ბალავაძე (დ. 12 ივნისი/25 ივნისი, 1909, სოფ. ღანირი, ახლანდელი სამტრედიის მუნიციპალიტეტი — გ. 26 მარტი, 2010, თბილისი) — ქართველი გეოფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი(1974; წევრ-კორესპონდენტი 1967). ფიზიკა-მატემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1956), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1962).
ბიოგრაფია
1931 წელს დაამთავრა თსუ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, 1931-1932 მუშაობდა საქართველოს მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარიატში, თბილისის გეოფიზიკის ობსერვატორიაში (მონაწილეობდა სსრკ გენერალურ მაგნიტურ აგეგმვაში). 1933-იდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში. 1951-1953, 1972-1987 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი. 1987-იდან ინსტიტუტის დირექციის მრჩეველია. 1968-1976 იყო თსუ-ის ძიების გეოფიზიკის მეთოდების კათედრის გამგე, 1976-1989 - გეოფიზიკის კათედრის გამგე.
ბალავაძის შრომები ეხება დედამიწის ქერქის აგებულებისა და სასარგებლო წიაღისეულის გრავიმეტრიული შესწავლის მეთოდების დამუშავებას, სიმძიმის ძალის პირდაპირი და შებრუნებული ამოცანების ამოხსნას, კავკასიის ტერიტორიისა და მიმდებარე ზღვების აკვატორიების გრავიტაციული ველის გამოკვლევას. ამ რეგიონის დედამიწის ქერქის და ზედა მანტიის აგებულებისა და ფიზიკური თვისებების, დედამიწის ქერქის მიმოქცევითი დეფორმაციებისა და დინამიკის შესწავლას. დაჯილდოებულია წითელი დროშის ორდენით და მედლებით. მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია (1994).
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 163, თბ., 1977 წელი.
- ჯავრიშვილი ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 341, თბ., 1997 წელი.