Beka Kurdadze
Quick Facts
Biography
ბექა ქურდაძე (დ. 24 იანვარი, 1997) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ მეკარე.
უთამაშია საქართველოს 17, 19 და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. სხვადასხვა დროს იცავდა „საბურთალოს“, „ლოკომოტივის“, „გაგრას“, „სამტრედიას“ და „სამგურალის“ ღირსებას.
საკლუბო კარიერა
2018 წელს ქურდაძემ „საბურთალოს“ რიგებში ეროვნული ლიგა მოიგო. 2019 წლის 27 იანვარს „საბურთალოდან“ „გაგრას“ შეუერთდა.2019 წლის სეზონში „გაგრას“ რიგებში ეროვნულ ლიგა 2-ში 35 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 14-ში კარის მშრალად შენახვა მოახერხა, რაც სეზონის საუკეთესო შედეგი იყო.2020 წლის 17 იანვარს ქურდაძე წყალტუბოს „სამგურალს“ შეუერთდა.
2022 წლის 14 ივლისს „გაგრა“ დატოვა.2022 წლის 16 ივლისს „საბურთალოში“ დაბრუნდა.2022 წლის 16 დეკემბერს ქურდაძემ „საბურთალოს“ რიგები დატოვა.
სანაკრებო კარიერა
2013 წლის 11 ნოემბერს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში ბექა ქურდაძის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრებმა უელსი ანგარიშით 5-1 დაამარცხა. ქურდაძე დებიუტის მომენტში 16 წლისა და 9 თვის იყო.
2015 წლის 3 ივნისს შედგა ბექა ქურდაძის დებიუტი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. საქართველოს ნაკრებმა „სტადიო სერევალეზე“ გამართულ შეხვედრაში მასპინძელი სან-მარინოს ნაკრები 3-0 დაამარცხა. ქურდაძე დებიუტის მომენტში 18 წლისა და 4 თვის იყო.
მატჩები ეროვნულ ნაკრებში
19 წლამდელთა ეროვნული ნაკრები
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 13.11.2013 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | საქართველო | 5–1 | უელსი | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
2 | 15.11.2013 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | მოლდოვა | 0–2 | საქართველო | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
3 | 18.11.2013 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | საქართველო | 2–1 | ნიდერლანდები | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
4 | 25.05.2014 | ლოზანა, შვეიცარია | საქართველო | 2–0 | შვეიცარია | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში ანგარიში |
5 | 27.05.2014 | საქართველო | 5–1 | კვიპროსი | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში | |
6 | 30.05.2014 | კოლოვრაის სპორტ-ცენტრი | ისრაელი | 1–0 | საქართველო | 19-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
7 | 25.02.2015 | კომუნალე დი გენცანო | იტალია | 1–1 | საქართველო | ამხანაგური | ანგარიში |
8 | 28.03.2015 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | პოლონეთი | 4–1 | საქართველო | ამხანაგური | ანგარიში |
9 | 30.04.2015 | ბანიკოვა | უკრაინა | 3–0 | საქართველო | ამხანაგური | ანგარიში |
21 წლამდელთა ეროვნული ნაკრები
№ | თარიღი | შეხვედრის ადგილი | მასპინძელი | ანგ. | სტუმარი | შეჯიბრება | წყარო |
1 | 03.06.2015 | სტადიო ოლიმპიკო, სერევალე | სან-მარინო | 0–3 | საქართველო | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
2 | 03.09.2015 | გრადსკის სტადიონი | ხორვატია | 1–0 | საქართველო | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
3 | 07.10.2015 | მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი, თბილისი | საქართველო | 2–5 | ესპანეთი | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | |
4 | 13.10.2015 | მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონი, თბილისი | საქართველო | 3–0 | ესტონეთი | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | |
5 | 12.11.2015 | პაუერ ჰორზის სტადიონი, ალმერია | ესპანეთი | 5–0 | საქართველო | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
6 | 17.11.2015 | თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი, გორი | საქართველო | 0–1 | შვედეთი | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
7 | 23.03.2016 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | საქართველო | 4–0 | სან-მარინო | 21-წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი | ანგარიში |
8 | 22.03.2017 | მიხეილ მესხის სტადიონი, თბილისი | საქართველო | 3–1 | ისლანდია | ამხანაგური | |
9 | 12.06.2017 | გრადსკის სტადიონი | მონტენეგრო | 3–2 | საქართველო | ამხანაგური | ანგარიში |
სატრანსფერო ღირებულება
ბექა ქურდაძის სატრანსფერო ღირებულება 2023 წლის მაისის მონაცემებით 75 000 ევროა.
კლუბი | პერიოდი | ღირებულება |
---|---|---|
საქართველო საბურთალო | ივლისი, 2015 | 200,000 ევრო |
საქართველო საბურთალო | მარტი, 2016 | 150,000 ევრო |
საქართველო ლოკომოტივი | აპრილი, 2017 | 225,000 ევრო |
საქართველო ლოკომოტივი | აგვისტო, 2017 | 175 000 ევრო |
საქართველო ლოკომოტივი | დეკემბერი, 2017 | 200 000 ევრო |
საქართველო საბურთალო | აპრილი, 2018 | 150 000 ევრო |
საქართველო საბურთალო | აგვისტო, 2018 | 100 000 ევრო |
საქართველო სამტრედია | დეკემბერი, 2021 | 150 000 ევრო |
საქართველო საბურთალო | ოქტომბერი, 2022 | 100 000 ევრო |
საქართველო თელავი | მარტი, 2023 | 75 000 ევრო |
ტიტულები
საკლუბო
- საბურთალო (1)
- ეროვნული ლიგა: 2018
- სამურალი
- საქართველოს საფეხბურთო თასის ფინალისტი: 2020
იხილეთ აგრეთვე
- საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
- საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები
რესურსები ინტერნეტში
- პროფილი Transfermarkt-ზე (ინგლისური)
- პროფილი Soccerway-ზე (ინგლისური)
- პროფილი უეფა-ს ოფიციალურ საიტზე (ინგლისური)
- პროფილი სფფ-ის ოფიციალურ საიტზე (ქართული ენა)
- ბექა ქურდაძე ეროვნული ლიგის საიტზე
- ბექა ქურდაძე „საბურთალოს“ საიტზე