Bakur Gulua
Quick Facts
Biography
ბაკურ გულუა (დ. 9 ოქტომბერი 1946, ჯუმათი, ჩხოროწყუს რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი პოლიტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1971 წელს; საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია 1984 წელს. 1965-1966 წლებში იყო ტექნიკური ინვერტარიზაციისა და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო ბიუროს უფროსი; 1973 წელს ზუგდიდის კომკავშირის ქალაქკომის I მდივანი; 1975 წელს ენგურჰესის მშენებლობის პარტკომის მდივანი; 1975-1978 წლებში კომპარტიის გალის რაკომის მდივანი; 1978-1979 წლებში კომპარტიის ცკ-ს ინსპექტორი; 1979-1986 წლებში კომპარტიის ფოთის ქალაქკომის მდივანი; 1986-1990 წლებში სახელმწიფო საგეგმო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი; 1992-1993 წლებში თბილისის მერის I მოადგილე; 1994-1995 წლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი; 1995 წლის 5 ოქტომბრიდან 8 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. 1995 წლის 8 დეკემბრიდან 2000 წლის 25 მაისამდე მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრად. არის წიგნებისა და სამეცნიერო სტატიების ავტორი.
საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის მე-3 მოწვევის წევრი (1993-1994), საქართველოს რეფორმატორთა კავშირის წევრი.
ბიბლიოგრაფია
- ფიქრები საქართველოს კონსტიტუციაზე : ესსეისტ. ჩანაწერები (ავტორი). - თბილისი, საქართველო XXI საუკუნე, 2003. - 139 გვ.
- გუშინ, დღეს, ხვალ (ავტორი). - თბილისი, 1995. - 40 გვ.
ლიტერატურა
- ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –თბ., 1998-1999. - გვ. 100.