Avtandil Imnadze
Quick Facts
Biography
ავთანდილ იმნაძე (დ. 15 ოქტომბერი, 1940, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი.
1965 წელს დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი და თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. 1963-1968 წლებში იყო თბილისის ბეჭდვითი სიტყვის კომბინატის ფოტოლაბორანტი, თბილისის სახეხი ჩარხების ქარხნის მუშაკი, ქარელის ჰიდროგეოლოგიური პარტიის უფროსი მექანიკოს-გეოლოგი, საქართველოს სსრ რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის რეჟისორის ასისტენტი, 1974-1990 წლებში იყო ამავე კომიტეტის რეჟისორი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორის ასისტენტი, საქტელერადიოს რეჟისორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
რესურსები ინტერნეტში
- ავთანდილ იმნაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ავთანდილ იმნაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი