peoplepill id: aristo-chumbadze
AC
Russia
1 views today
1 views this week
Aristo Chumbadze
Georgian writer

Aristo Chumbadze

The basics

Quick Facts

Intro
Georgian writer
Places
Gender
Male
Place of death
Tbilisi
Age
91 years
The details (from wikipedia)

Biography

არისტო მაქსიმეს ძე ჭუმბაძე (დ. 1 სექტემბერი, 1880, კლდეეთი ზესტაფონის რაიონი — გ. 28 ნოემბერი, 1971, თბილისი) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი.

ბიოგრაფია

1905 წელს ჩაირიცხა და 1911 წელს დაამთავრა პარიზის სორბონის უნივერსიტეტი. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა და ქუთაისში დააარსა გაზეთი „კოლხიდა“, რომლის რედაქტორ-გამომცემელი თვითონ იყო. 1914 წელს იგი უკვე რედაქტორობს „სახალხო ფურცელს“. მისი მახვილი პუბლიცისტური სტატიები იწვევდა ხელისუფლების გულისწყრომას, რისთვისაც იგი არაერთხელ დააპატიმრეს. ამიტომ მან ამჯობინა კვლავ პარიზსში წასვლა და სორბონის უნივერსიტეტში იწყებს დისერტაციაზე მუშაობას ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად თემაზე „გუსტავ ფლობერის ცხოვრება და შემოქმედება“. პირველმა მსოფლიო ომმა ხელი შეუშალა დასახული მიზნის ბოლომდე მიყვანას.

1915 წელს იაპონიაში საფრანგეთის ელჩად დაინიშნა ჟიუსენარიმ რომელმაც ჭუმბაძეს შესთავაზა თანამშრომლობა. იგი გაემგზავრა იაპონიაში და გახდა საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი. შემდეგ ალჟირშიც მუშაობდა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ის სამშობლოში ბრუნდება. 1937 წლამდე სხვადასხვა თანამდებობაზე მოღვაწეობდა. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1905 წელს. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობები და ნოველები. აღსანიშნავია მოთხრობა „უნასთა ბუდე“ რომელშიც წარმოდგენილია 30-იან წლებში ქართულ სოფელში დაძაბული მდგომარეობა. მასვე ეკუთვნის ნოველები: „სასწაული“, „საქმის კაცი“, „ცხოვრების ქარაგმა“, „ფულიანი ბარათი“ და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Menu Aristo Chumbadze

Basics

Introduction

ბიოგრაფია

ლიტერატურა

Lists

Also Viewed

Lists
Aristo Chumbadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Aristo Chumbadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes