peoplepill id: anton-dumbadze
AD
1 views today
1 views this week
The basics

Quick Facts

Work field
Gender
Male
Birth
Death
Age
83 years
Anton Dumbadze
The details (from wikipedia)

Biography

ანტონ ნიკოლოზის ძე დუმბაძე (დ. 1824, შემოქმედი — გ. 1907, გორი) — ქართველი მგალობელი და ლოტბარი, აზნაური, გურიის მილიციის (სახალხო რაზმის) ასეულის უფროსი.

ბიოგრაფია

ანტონ დუმბაძე იყო პოლიციის პორუჩიკი, იყო რუსეთ-თურქეთის 1877-78 წლების ომის მონაწილე. ჰყავდა მეუღლე, თავადის ასული ნაკაშიძე და ცხრა შვილი: დავითი, ივანე, ნიკოლოზი, მიხეილი, იოსები, სამსონი, მელიტონი, მართა, ელენე. მისი შვილების სამხედრო გზას დაადგნენ: ივანე დუმბაძე იალტის გენერალ-გუბერნატორი და ნიკოლოზ II-სთან დაახლოებული პირი იყო, ნიკოლოზი (1854—1927) — ფეხოსანთა დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი, იოსები (1865-?), გენერალ-მაიორი, არტილერიაში მსახურობდა; სამსონი (1866-?) და მიხეილი (დ. 1888) აგრეთვე გენერალ-მაიორები იყვნენ, მელიტონი სამოქალაქო სამსახურში იყო, ხოლო დავითი სასულიერო პირი გახდა. ანტონ დუმბაძის შვილიშვილები იყვნენ სონია დუმბაძე, ემიგრანტი ქართველი საოპერო მომღერალი და ვასილ დუმბაძე, ავანტიურისტი და დიპლომატი.

დუმბაძე სრული მგალობელი იყო, რაც მთელი წლის სამგალობლო რეპერტუარის ცოდნას გულისხმობდა. საგალობლებსა და ლოტბარობას დუმბაძე გელათის მონასტერში დაეუფლა. იმერეთის ექპისკოპოსმა ალექსანდრემ გურიის ეპიკოპოს გაბრიელ ტუსკიას გაუგზავნა სამი მგალობელი ძმა ცქვიტიშვილი, რომლებიც აკეთში დასახლდნენ. შემოქმედის ეკლესიის მღვდელმა, გიორგი დუმბაძემ ცქვიტიშვილებთან გალობის სასწავლებლად მიაბარა მისი ნათესავი ანტონი და მისი ნათლული მაქსიმე ჩხატარაშვილი ხუთი წლით. სანაცვლოდ კი ჩხავერის ღვინით უხდიდა გასამრჯელოს. დუმბაძემ ზედმიწევნით იცოდა საგალობლების სამივე ხმა და გურიაში პირველ მგალობლად ითვლებოდა. 1844 წლიდან დანიშნული იყო მთავარ მგალობლად გურიის ეპარქიაში და სხვა მღვდლებსაც ასწავლიდა გალობას. ის არ იცნობდა კლასიკურ სანოტო სისტემას და საგალობლებს იწერდა სპეციალური ნიშნათა სისტემით — „ნევმებით“.

„ამ საგალობელის ზედმიწევნით მცოდნე გურიაში ამ ჟამად ერთად-ერთი კაცი-ღა მოიპოვება და ეს ერთი გახლავთ აზ. ანტონ დუმბაძე, რომელსაც თუ გალობის ცოდნაში, თუ ხმის სიმშვენიერეში ტოლი და ბადალი არ მოეპოვება. რომ გასწყრეს ღმერთი და ანტონი ან მოგვიუძლურდეს. ან ხელიდამ გამოგვეცალოს, მასთან ერთად დაიმარხება ჩვენებური გალობაცა“
()

1885 წელს გაიცნო ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ეხმარებოდა 1893 წლიდან გურიაში საგალობლების ნოტებზე გადატანაში. 1905 წელს მოქმედებდა გურიის გლეხთა მოძრაობის წინააღმდეგ. პენსიაში გასვლის შემდეგ ცხოვრობდა გორში, სადაც გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, შვილთან, დავით დუმბაძესთან ერთად დაკრძალულია შემოქმედის მონასტერში, მაგრამ საფლავები დაკარგულია.

დუმბაძის მოწაფეთაგან აღსანიშნავია მელქისედეკ ნაკაშიძე, გიორგი მოლარიძე, ნესტორ კონტრიძე, სიმონ შარაშიძე, სვიმონ მოლარიშვილი, ვარლამ სიმონიშვილი.

ლიტერატურა

  • თავბერიძე ი., XIX საუკუნის ქართველი მოღვაწეები და საეკლესიო გალობა, თბილისი: საქართველოს საპატრიარქოს გამომცემლობა, 2010. — გვ. 87-93, ISBN 978-9941-9120-7-8.

სქოლიო

The contents of this page are sourced from Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
Lists
Anton Dumbadze is in following lists
comments so far.
Comments
From our partners
Sponsored
Credits
References and sources
Anton Dumbadze
arrow-left arrow-right instagram whatsapp myspace quora soundcloud spotify tumblr vk website youtube pandora tunein iheart itunes